მაღვიძარა, რომლის ხმაც მხოლოდ თქვენ გესმით

მაღვიძარა, რომლის ხმაც მხოლოდ თქვენ გესმით

დილით გაღვიძება ზოგიერთისთვის სერიოზული პრობლემაა. მაღვიძარა კი ოჯახის სხვა წევრებს მხოლოდ თქვენს გამო აღვიძებს.

სამხრეთ კორეელმა 24 წლის კიუნგმი მუნმა სპეციალური მაღვიძარა შექმნა, რომელიც ყურსასმენის წყალობით მხოლოდ თქვენ გაღვიძებთ და პარტნიორი არ შეწუხდება.

მაღვიძარა Earlarm ბლუთუზის წყალობით სმარტფონში აპლიკაციას ტვირთავს და მითითებულ დროზე გაღვიძებთ. დიზაინერმა მაღვიძარას შექმნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მის მეზობელ ოთახში ხმაურიანი მეგობრები გადმობარგდნენ.

"ძალიან ფხიზელი ძილი მაქვს და ნებისმიერ ხმაურზე მეღვიძება, შემდეგ კი დაძინება მიჭირს. ხმაურიანი მეზობლები მყავს და კლუბიდან შუაღამისას მოდიან, მხიარულებას კი ოთახში აგრძელებენ. ყურსასმენებს ვიკეთებდი, რომ ხმაური ჩამეხშო, მაგრამ მაღვიძარას ხმას ვეღარ ვიგებდი და დილით უნივერსიტეტში ლექციებზე მაგვიანდებოდა. ამიტომ Earlarm შევქმენი", - ამბობს დიზაინერი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს