ჩინეთში მხოლოდ ჭკვიანი ბავშვები დაიბადებიან -ანალიზი, რომელიც ბავშვის ინტელექტს მის დაბადებამდე ადგენს

ჩინეთში მხოლოდ ჭკვიანი ბავშვები დაიბადებიან -ანალიზი, რომელიც ბავშვის ინტელექტს მის დაბადებამდე ადგენს

ჩინეთში შეიმუშავეს პროგრამა, რომელიც ახლო მომავალში მედიცინის მუშაკებს საშუალებას მისცემს მუცლად ყოფნის პერიოდში დაადგინონ ბავშვის ინტელექტუალური შესაძლებლობები. ამ ანალიზის ჩასატარებლად ბავშვის დნმ იქნება საჭირო. ამ მეთოდით ჩინეთი ერის გენოფონდის გაუმჯობესებას ცდილობს.

კვლევის საწყის ეტაპზე მედიკოსები ჯერ განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანის დნმ-ის კოდს ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ადამიანების გენოტიპს შეუდარებენ და სხვაობებს შეისწავლიან.

ეს ტექნიკა მომავალში ემბრიონის ანალიზისთვის დაინერგება, რომელიც ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებს მის დაბადებამდე დაადგენს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ანალიზი 60%-იანი სიზუსტის გარანტიას იძლევა.

ფიქრობენ, რომ გენოფონდის გაუმჯობესების მიზნით შექმნილი პროგრამა ქვეყნის დემოგრაფიულ პოლიტიკას შეცვლის. 2013 წლის ბოლოს ჩინეთში გარკვეული კატეგორიის მშობლებს მეორე შვილის ყოლის უფლება მისცეს.

მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს