მონაზონმა, რომელმაც არ იცოდა, რომ ფეხმძიმედ იყო, იმშობიარა

მონაზონმა, რომელმაც არ იცოდა, რომ ფეხმძიმედ იყო, იმშობიარა

იტალიაში, ქალაქ რიეტიში მცხოვრებმა მონაზონმა, რომელმაც არც კი იცოდა, ფეხმძიმედ რომ იყო, იმშობიარა.

31 წლის მონაზონი ძლიერი მუცლის ტკივილით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ეგონა, რომ მოიწამლა და ტკივილის გასაყუჩებლად ძლიერი მედიკამენტი სჭირდებოდა. მოულოდნელად კი სამშობიარო ბლოკში აღმოჩნდა. მან ახალშობილ ვაჟს რომის პაპის პატივსაცემად ფრანცისკი დაარქვა. რიეტის მერი, სიმონე პეტრანგელი გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს და ახალგაზრდა ქალის ვინაობას საიდუმლოდ ტოვებს.

"არ ვიცოდი ფეხმძიმედ თუ ვიყავი. მხოლოდ მუცლის ძლიერი ტკივილი მქონდა", - ამბობს მონაზონი.

ადგილობრივები ახალბედა დედისთვის და ჩვილისთვის ტანსაცმელსა და სხვადასხვა პროდუქტს აგროვებენ. მონაზონის ფეხმძიმობა სრული მოულოდნელობა იყო სხვა მონაზვნებისთვისაც. ის რიეტის ქალთა მონასტერში მოღვაწეობს, რომელიც მოხუცებულთა სახლს პატრონობს.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს