მოწევა სიბრმავეს იწვევს

მოწევა სიბრმავეს იწვევს

ამერიკელმა ექიმებმა გააფართოვეს დაავადებათა ჩამონათვალი, რომელსაც მოწევა იწვევს. მასში შევიდა სიბრმავე, მეორე ტიპის დიაბეტი, მსხვილი ნაწლავის და ღვიძლის კიბო, რევმატოიდული ართრიტი და იმპოტენცია.

ამის შესახებ აშშ-ის მთავარი სანიტარული ექიმის მოვალეობის შემსრულებლის, ბორის ლუშნიაკის მოხსენებაშია ნათქვამი.

"ახლა მწეველებს ფილტვის კიბოს განვითარების უფრო მეტი საფრთხე ემუქრებათ, ვიდრე 1964 წელს, როცა მთავარი სანიტარული ექიმის პირველი მოხსენება გამოქვეყნდა. მართალია ადამიანები ახლა უფრო ნაკლებ სიგარეტს ეწევიან",- ნათქვამია ლუშნიაკის დოკუმენტში.

ბოლო კვლევის თანახმად, მოწევას ასევე შეუძლია სიბრმავე, დიაბეტი, მსხვილი ნაწლავის და ღვიძლის კიბო გამოიწვიოს.

გარდა ამისა, აქტიურ მწეველებს ტუბერკულიოზი, იმპოტენცია, რევმატოიდული ართრიტი და იმუნური სისტემის დაქვეითება ემუქრებათ. პასიურ მწეველებში ინსულტის რისკი იზრდება, აღნიშნულია მოხსენებაში.

ლუშნიაკი აღნიშნავს, რომ 2014 წელს მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებისგან, დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი მოკვდება. ყოველ დღე 3200-ზე მეტი ადამიანი საკუთარ პირველ სიგარეტს ეწევა.

თუ არაფერი შეიცვლება 5,6 მლნ ბავშვი და მოზარდი ზრდასრულ ასაკში მოწევისგან გამოწვეული დაავადებებით მოკვდება, დასძენს ლუშნიაკი.

დღეისთვის აშშ-ში მოსახლეობის დაახლოებით 18% ეწევა, მაშინ, როცა 1964 წელს, როდესაც პირველად ანალოგიური მოხსენება გაკეთდა, მწეველთა რაოდენობა 42%-ს აღწევდა.

მომზადებულია Интерфакс-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს