"ბიძინას ფან-კლუბის" წევრს უკიდურესი სიდუხჭირის გამო სისხლის გაყიდვა უწევს

"ბიძინას ფან-კლუბის" წევრს უკიდურესი სიდუხჭირის გამო სისხლის გაყიდვა უწევს

"ქართული ოცნების" ყველაზე აქტიური მხარდამჭერი, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკის მკვიდრი ბიძინა (კობა) გონაშვილი, რომლის საცხოვრებელი სახლის ეზოშიც ივანიშვილის ფანკლუბი მოქმედებს, ამბობს, რომ უკიდურესი სიდუხჭირის გამო სისხლის გაყიდვა ხშირად უწევს. გონაშვილის განცხადებით, პერიოდულად, გურჯაანის სამედიცინო ცენტრში სისხლის ჩაბარებაში 30 ლარს უხდიან.

"სამსახურს მპირდებიან, მაგრამ  ისევ დაუსაქმებელი ვარ. კლინიკაში მეუბნებიან, უკვე ასაკი გაქვს და ასე ხშირად სისხლის ჩაბარება თქვენთვის არ შეიძლებაო, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს. მე თუ არ მასაქმებენ, ჩემი შვილი მაინც რომ დაესაქმებინათ, ცოტა შვება გვექნებოდა. ყველანი უმუშევრად ვართ. თუმცა, მე ბიძინა ივანიშვილს ვერ ვუღალატებ, ბოლომდე მის გვერდით ვიქნები", - აღნიშნავს გონაშვილი.

სოფელ არბოშიკში ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" წევრების ფოტოები ჯვართან და ხატებთან ერთად, საგანგებოდ მოწყობილ კედელზეა განთავსებული.

იხილეთ ვრცლად

qiziyi.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა