პაციენტს იმ ადამიანის და შეუყვარდა, რომლის გულიც გადაუნერგეს

პაციენტს იმ ადამიანის და შეუყვარდა, რომლის გულიც გადაუნერგეს

პაციენტს, კონორ რაბინოვიტზს იმ ადამიანის და შეუყვარდა, რომლის გულიც გადაუნერგეს. ექიმებმა კონორს კელენ რობერტსის გული გადაუნერგეს, 1 წლის შემდეგ კი დონორის დას, ერინს შეხვდა და ერთი ნახვით შეუყვარდა.

კონორს გულზე პრობლემები 2004 წლიდან დაეწყო, ერთ დღესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და სასწრაფოდ მძიმე ოპერაციის გადატანა მოუწია. ამასობაში, რობერტსების ოჯახის საუბედუროდ, კელენის მდგომარეობა უიმედო იყო. კელენს თავზე ძლიერი ტრავმები ჰქონდა მიყენებული და მისი ორგანოებიდან ვარგისი მხოლოდ გული იყო. როდესაც კონორ რაბინოვიტზი ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოდან გამოწერეს, მადლიერების ნიშნად მისი მსხნელის ოჯახს წერილი გაუგზავნა. კელენის ოჯახმა ადამიანი, რომელსაც მათი ახლობლის გული გადაუნერგეს, სახლში მიიპატიჟა და თბილად მიიღო. სწორედ მაშინ გაიცნეს კონორმა და ერინმა ერთმანეთი და მას შემდეგ ერთად არიან.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს