მცხეთის მაჟორიტარის სიძე სამმართველოს უფროსად - მეჯვარე და ცოლის დაქალები

მცხეთის მაჟორიტარის სიძე სამმართველოს უფროსად - მეჯვარე და ცოლის დაქალები

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის სიძე მირიან ოქროპირიძე სატყეო სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამსახურის უფროსად 2013 წლის 14 მაისს დაინიშნა. ოქროპირიძემ სატყეო სამსახურიდან 27 თანამშრომელი გაათავისუფლა და მათ ნაცვლად თავისი ახლობლები დაასაქმა.

გათავისუფლებულთა შორის ერთ-ერთი, უფროსი მეტყევე, 61 წლის გაბრიელ იორდანიშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა. მისი მეუღლის, ცისანა კუკულაძის განცხადებით, იორდანაშვილი სამსახურიდან გათავისუფლებას და იმ შეურაცხყოფას, რაც მირიან ოქროპირიძემ მიაყენა, ძალიან განიცდიდა. გარდაცვლილს სატყეო სამსახურში მუშაობის 40 წლიანი სტაჟი ქონდა. მასთან ერთად გათავისუფლებული კიდევ ორი თანამშრომლის ადგილზე, სააგენტოს უფროსის ნათესავები დასაქმდნენ. მათ შორის, ოროპირიძის ცოლის დაქალი ნათია მამალაძე სამსახურიდან დათხოვილი ანალიტიკოსის ნაცვლად, ხოლო ცხეთა-დიდგორის სატყეო უბნის უფროსად, მისივე მეჯვარე არჩილ ღარიბაშვილი დანიშნა.

მირიან ოქროპირიძე თანამდებობზე დანიშნული კადრების ნათესაური ფაქტორით შერჩევას უარყოფს. "მე რომ დავინიშნე ამ თანამდებობაზე, სამსახურის უფროსის ადგილი ვაკანტური იყო. დიმიტრი ხუნდაძე რა შუაშია? მას აქვს თავისი საქმიანობის პროფილი და მე ჩემი. ის პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის წევრია, მედიცინა და სატყეო ძალიან განსხვავდება. ის არის ჩემი სიმამრი, მაგრამ სიმამრს თანამდებობაზე ჩემს დანიშვნასთან არავითარი კავშირი არ აქვს. რაც შეეხება თანამშრომლებს, დაახლოებით 30-მდე თანამშრომელია და ყველას ინდივიდუალური მიზეზი აქვს. კონკურსი ორ ეტაპად გამოცხადდა, მოხდა თანამშრომელთა შერჩევა. პირველად  მაისში, როცა ეროვნული სატყეო სამსახური გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა და მეორედ აგვისტოში, როცა მეტყევეების შერჩევა მოხდა", - აცხადებს ოქროპირიძე.

იხლეთ ვრცლად

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა