მიქაელ ბოტკოველი - არავინ ითვლის ეკლესიაში რამდენი ლარის სანთელი იყიდება

მიქაელ ბოტკოველი - არავინ ითვლის ეკლესიაში რამდენი ლარის სანთელი იყიდება

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, მამა გაბრიელის საფლავზე, დედა პარასკევას ხილვის გაცხადების შემდეგ მისულმა მორწმუნეებმა სანთლების შესაძენად ჯამში 4 მილიონი ლარი დახარჯეს. სააგენტოები იუწყებოდნენ, რომ ეს ინფორმაცია მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან მიაწოდეს. თუმცა, აღნიშნულ ინფორმაციას, პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი უარყოფს.

"ასეთი მექანიზმი ჩვენ არ გვაქვს, რომ დავითვალოთ, რომელ ეკლესიაში რამდენი ლარის სანთელი იყიდება. აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლებოდა ვინმეს გაეცა ინფორმაცია, რომ მამა გაბრიელის საფლავზე მისულმა მომლოცველებმა ჯამში 4 მილიონი ლარის სანთელი იყიდეს. როგორ შეიძლებოდა ამხელა თანხა შემოსულიყო, კოლოსალური თანხაა. მე ვფიქრობ, ინფორმაცია არასწორი და გადაუმოწმებელია", - აცხადებს მიქაელ ბოტკოველი.

დედა პარასკევას ხილვის მიხედვით, მამა გაბრიელის საფლავზე მისულ მომლოცველს 2 სურვილი აუსრულდებოდა.

იხილეთ ვრცლად

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა