პოლ­ტერ­გე­ის­ტი გო­გო­ლის ქუ­ჩა­ზე - "ყვე­ლა მა­მა­კა­ცი, ვინც ამ ეზო­ში გად­მო­ვი­და საცხოვ­რებ­ლად, ერთ წე­ლი­წად­ში და­ი­ღუ­პა"

პოლ­ტერ­გე­ის­ტი გო­გო­ლის ქუ­ჩა­ზე - "ყვე­ლა მა­მა­კა­ცი, ვინც ამ ეზო­ში გად­მო­ვი­და საცხოვ­რებ­ლად, ერთ წე­ლი­წად­ში და­ი­ღუ­პა"

თბი­ლი­სის ცენ­ტ­რ­ში მდე­ბა­რე ეს პა­ტა­რა ქუ­ჩა, თა­ვი­სი იტა­ლი­უ­რი ეზო­ე­ბით, პროს­ტი­ტუ­ცი­ის გა­მო გახ­და აქ­ტუ­ა­ლუ­რი. ღა­მით მა­ღა­ზი­ებს, სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნებს, სახ­ლებ­სა და სა­პირ­ფა­რე­შო­ებ­საც კი, რომ­ლებ­საც მე­პატ­რო­ნე­ე­ბის­გან ძა­ლი­ან იაფად ქი­რა­ო­ბენ, მე­ძა­ვე­ბი ბორ­დე­ლე­ბად იყე­ნე­ბენ. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტის, ლია ჭყო­ნი­ას თქმით, გო­გო­ლის ქუ­ჩის მო­სახ­ლე­ო­ბას წყნა­რი ცხოვ­რე­ბა წარ­სულ­შიც არ ჰქო­ნი­ა: ამ­ბო­ბენ, რომ სახ­ლის კედ­ლებ­ში, რო­მე­ლიც ამ ქუ­ჩა­ზე მა­ლაკ­ნებ­მა ააშე­ნეს, ადა­მი­ა­ნის ძვლე­ბია ჩა­მარ­ხუ­ლი. სახ­ლის ქვე­მოთ კი გა­დის გვი­რა­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ორ­თა­ჭა­ლის ცი­ხე­ებს უერ­თ­დე­ბა. ჩვენს რეს­პონ­დენტს ხილ­ვე­ბიც აქვს, მაგ­რამ ამ ნი­ჭის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე რწმე­ნის გა­მო უარი თქვა:

- წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლუ­რი ხილ­ვე­ბი არა­ერ­თხელ მქო­ნია, მაგ­რამ ამა­ზე არას­დ­როს ვა­მახ­ვი­ლებ­დი ყუ­რადღე­ბას, ჩე­მი რწმე­ნის გა­მო. ერ­თხელ ასეთი ხილვა მქონდა: თით­ქოს სახლს კედ­ლე­ბი არ ჰქონ­და, მხო­ლოდ სა­წო­ლი იდ­გა, გა­მო­მეცხა­და ან­გე­ლო­ზი, მითხ­რა, ნა­თელ­მ­ხილ­ვე­ლურ ნიჭს რა­ტომ არ იყე­ნებ, შენ ეს უნ­და გა­ა­კე­თო და ხალ­ხის სამ­სა­ხურ­ში ჩად­გეო, მაგ­რამ ვუ­პა­სუ­ხე, მე მორ­წ­მუ­ნე ადა­მი­ა­ნი ვარ და არ ვა­პი­რებ ნა­თელ­მ­ხილ­ვე­ლო­ბის დაწყე­ბას-მეთ­ქი.

- ეს ხილ­ვე­ბი გო­გო­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სახ­ლ­ში და­გეწყოთ თუ მა­ნამ­დეც გქონ­დათ?

- ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი ხილ­ვა გო­გო­ლის ქუ­ჩა­ზე მქონ­და. სა­ნამ რა­ჭის მი­წის­ძ­ვ­რა მოხ­დე­ბო­და, ისეთ­მა შეგ­რ­ძ­ნე­ბამ გა­მაღ­ვი­ძა, თით­ქოს ორი ბი­ჭი მახ­რ­ჩობ­და, რო­ცა თვა­ლი გა­ვა­ხი­ლე, გა­ვი­გო­ნე კედ­ლის გაბ­ზარ­ვის ხმა. იმ ბი­ჭებ­მა მითხ­რეს, ოჯა­ხი სას­წ­რა­ფოდ უნ­და გა­იყ­ვა­ნო აქე­და­ნო. ვთქვი, რომ ძლი­ე­რი მი­წის­ძ­ვ­რა მოხ­დე­ბო­და. რო­ცა მი­წის­ძ­ვ­რა მარ­თ­ლა მოხ­და, სას­წ­რა­ფოდ გა­ვიყ­ვა­ნე ოჯა­ხი სახ­ლი­დან, მე კი მშვი­დად დავ­დი­ო­დი და ბავ­შ­ვე­ბის ტან­საც­მელს ვაწყობ­დი ჩან­თა­ში, ვი­ცო­დი, რომ არა­ფე­რი მო­მი­ვი­დო­და. რამ­დე­ნი­მე წლის წინ კი ღა­მით გა­მეღ­ვი­ძა და დავინახე, თით­ქოს რო­გორ გა­იხ­ს­ნა კე­დე­ლი, სა­ი­და­ნაც თეთ­რი აჩ­რ­დი­ლი გა­მო­მეცხა­და, მითხ­რა: მე ვარ ადა­ნაია აგ­ლა, და­მით­მე შე­ნი შვი­ლი და სა­მა­გი­ე­როდ ყვე­ლა­ფე­რი გექ­ნე­ბაო. სას­ტი­კი უარი ვუთხა­რი. ცო­ტა ხან­ში და­მი­რე­კეს და მითხ­რეს, რომ ჩე­მი ვა­ჟი ძლივს გა­და­არ­ჩი­ნეს სიკ­ვ­დილს.

- რა ხდე­ბო­და გო­გო­ლის ქუ­ჩა­ზე?

- რო­ცა გო­გოლ­ზე გა­და­ვე­დით საცხოვ­რებ­ლად, ვხე­დავ­დი ბეწ­ვი­ან არ­სე­ბებს, რომ­ლე­ბიც მო­უ­ლოდ­ნე­ლად ქრე­ბოდ­ნენ. ერთ-ერ­თ­მა თით­ზეც კი მიკ­ბი­ნა და კარ­გა ხანს მქონ­და ჭრი­ლო­ბა. თა­ვი­დან ვე­რა­ფერს ვამ­ბობ­დი, რო­გორ უნ­და მეთ­ქ­ვა, რომ ეშ­მა­კებს ვხე­დავ­დი? ერ­თხელ ღა­მით მე­უღ­ლემ გა­იღ­ვი­ძა და მითხ­რა, ან მე გავ­გიჟ­დი, ან დი­დი შა­ვი კა­ტა შე­მო­ვი­და ოთახ­შიო. ბევ­რ­ჯერ შე­მი­ნიშ­ნავს შა­ვი ლან­დი, რო­მე­ლიც წა­მი­ე­რად ჩნდე­ბო­და და მე­რე უცებ კა­ტის სა­ხით გარ­ბო­და სახ­ლი­დან. ის სახ­ლე­ბი მა­ლაკ­ნე­ბის აშე­ნე­ბუ­ლი იყო, რო­მელ­საც აქი­რა­ვებ­დ­ნენ, რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ კი ჩა­მო­არ­თ­ვეს. კაც­მა არ იცის, ად­რე აქ რა რი­ტუ­ა­ლე­ბი ტარ­დე­ბო­და. კა­ტას რომ ვერ გა­ა­ჩე­რებ სახ­ლ­ში, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, იქ რა ცუ­დი ენერ­გია ტრი­ა­ლებს? სა­მი კა­ტა გაგ­ვექ­ცა სახ­ლი­დან, მხო­ლოდ მე­ოთხე დარ­ჩა ჩვენ­თან. ეს კა­ტა ერ­თ­სა და იმა­ვე დროს ჯდე­ბო­და ოთა­ხის კუთხე­ში და სა­ა­თო­ბით უყუ­რებ­და ერთ წერტილს. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ სახ­ლ­ში ნამ­დ­ვი­ლად არ­სე­ბობ­და პოლ­ტერ­გე­ის­ტი, რო­მელ­საც კა­ტა ხელს უშ­ლი­და მოქ­მე­დე­ბა­ში.

- მხო­ლოდ თქვენს სახ­ლ­ში ცხოვ­რობ­და მოჩ­ვე­ნე­ბა?

- არა, იქ ყვე­ლას ეს პრობ­ლე­მა გვა­წუ­ხებ­და. ყვე­ლა სა­კუ­თა­რი თვა­ლით ხე­დავ­და მოჩ­ვე­ნე­ბებს. სარ­და­ფებ­ში ჩას­ვ­ლა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია. იგ­რ­ძ­ნო­ბა უარ­ყო­ფი­თი აურა. ერ­თხელ ბავ­შ­ვე­ბი ეზო­ში წრე­ში ბურთს თა­მა­შობ­დ­ნენ და ბურ­თი სარ­დაფ­ში ჩა­უ­ვარ­დათ. და­უ­ჯე­რე­ბე­ლი რამ მოხ­და, ბურ­თი სარ­და­ფის მე­ო­რე მხა­რეს, ეზო­ში და­აგ­დო ვი­ღა­ცამ. ბავ­შ­ვებ­მა სახლს შე­მო­უ­ა­რეს და სარ­დაფ­თან და­ი­ნა­ხეს ქა­ლის თეთ­რი აჩ­რ­დი­ლი. იდ­გა, სივ­რ­ცეს გაჰ­ყუ­რებ­და და თით­ქოს შრი­ა­ლებ­დაო. ჩე­მი შვი­ლე­ბი მას შემ­დეგ ღა­მე არ იძი­ნებ­დ­ნენ, ოთახ­ში სი­ნათ­ლეს თუ ჩა­ვაქ­რობ­დი. ჩემს ქა­ლიშ­ვილს ეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ მუდ­მი­ვად ვი­ღაც მოს­დევ­და. ერ­თხელ და­ე­სიზ­მ­რა, თით­ქოს კე­დელ­ში ჩა­მარ­ხუ­ლი იყო დამ­ტ­ვ­რე­უ­ლი ჭურ­ჭ­ლით სავ­სე სკივ­რი და­ვან­გ­რი­ეთ ეს კე­დე­ლი და ნამ­დ­ვი­ლად ვი­პო­ვეთ ჭურ­ჭ­ლით სავ­სე სკივ­რი.

- ამის გა­მო გა­დახ­ვე­დით იმ სახ­ლი­დან?

- შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო იქ ცხოვ­რე­ბა, მეც და და­ნარ­ჩე­ნი მე­ზობ­ლე­ბიც სხვა­გან გა­და­ვე­დით საცხოვ­რებ­ლად. რამ­დენ­ჯერ­მე გა­ი­ყი­და ეს სახ­ლე­ბი, მაგ­რამ ახა­ლი მე­სა­კუთ­რე­ე­ბი დიდ­ხანს ვერ უძ­ლებ­დ­ნენ ამ სა­ში­ნელ მოვ­ლე­ნებს და ყვე­ლა გარ­ბო­და.Yყველა მა­მა­კა­ცი, ვინც ჩვენს შემ­დეგ იმ ეზო­ში საცხოვ­რებ­ლად შე­ვი­და, ერთ წე­ლი­წად­ში გარდაიცვალა.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს