კაცი, რომელმაც სრულიად მარტომ უდაბნო წალკოტად აქცია

კაცი, რომელმაც სრულიად მარტომ უდაბნო წალკოტად აქცია

დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო ბურკინა-ფასოში მცხოვრებმა ფერმერმა იაკუბა სავადოგომ უდაბნოდ ქცეული ხრიოკი ადგილი ნამდვილ წალკოტად აქცია და დიდ ფართობზე საკუთარი ძალებით, სრულიად დამოუკიდებლად მცენარეები გაახარა.

იაკუბამ ამ ტერიტორიაზე ზრუნვა 1980 წელს დაიწყო. ის ძველ მეთოდს იყენებდა - თხრიდა პატარა ორმოებს და კომპოსტით ავსებდა. შემდეგ კი კომპოსტში მცენარეების თესლებს რგავდა. ორმოები წვიმის სეზონზე წყალს ინახავდა და მშრალი სეზონის განმავლობაში ნიადაგიც ნოყიერდებოდა. ამ მეთოდით, მამაკაცმა 30 აკრი ტყე გააშენა, სადაც 60 სახეობის ხე ხარობს. მას დასავლურ გამოცემებში იცნობენ, როგორც "ადამიანს, რომელმაც უდაბნო შეაჩერა".

იაკუბას შესახებ რამდენიმე მხატვრული და დოკუმენტური ფილმია გადაღებული. როგორც იაკუბა ამბობს, ყოველ დღე ესმის მეცნიერებისა და ხალხის ჩივილი, რომ ენატრებათ სიმწვანე, მაგრამ მისი თქმით, ამდენი ჭკუის დარიგების ნაცვლად, თითო ნერგი რომ დარგონ, გაცილებით უკეთესი იქნება.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს