"ეს ამბავი მე რომ აღარ ვიქნები, მერე მოყევიო" - მანანა მანჯგალაძე ჯუმბერ ლომინაძეს იხსენებს

"ეს ამბავი მე რომ აღარ ვიქნები, მერე მოყევიო" - მანანა მანჯგალაძე ჯუმბერ ლომინაძეს იხსენებს

პრეზიდენტის ყოფილი პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძის გარდაცვალებას ეხმაურება და "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ჟურნალისტური პრაქტიკის დროს აკადემიკოსთან ურთიერთობის ერთ-ერთ ფრაგმენტს იხსენებს.

"დამენანააა... ერთხელ, მგონი, 2002 წელი იყო, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო და დავურეკე, ინტერვიუს ჩაწერა მინდოდა - რაღაც პრობლემატურ საკითხზე... ქალის ხმით მიპასუხა თავის ტელეფონზე - ბატონი ჯუმბერი გასულიაო, მეორე დღეს დამირეკა და მაცინაა... ვერ გიპასუხებდი მაგ კითხვაზე და ამხელა კაცმა სხვა ვერაფერი მოვიფიქრეო... საკუთარ თავზე ისე იცინოდააა... ასე მითხრა, ეს ამბავი მე რომ აღარ ვიქნები, მერე მოყევიო", - წერს მაჯგალაძე.

83 წლის ასაკში აკადემიკოსი ჯუმბერ ლომინაძე გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, დაკრძალვა ხუთშაბათს გაიმართება. მას სიონის ტაძრიდან გამოასვენებენ.

ჯუმბერ ლომინაძე 1930 წლის 20 სექტემბერს დაიბადა. 1974 წელს ის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, 1982 წელს პროფესორი, 1979 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, 1988 წელს კი აკადემიკოსი გახდა. 1997-2003 წლებში იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, 2003-2006 წლებში კი - საქართველოს კოსმოსური სააგენტოს თავმჯდომარე. 2006 წლიდან დღემდე გეოფიზიკის ინსტიტუტის კოსმოსური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.

ჯუმბერ ლომინაძე 250-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი იყო, მათ შორის მონოგრაფიის.

2000 წელს მიენიჭა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი, ხოლო 2002 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს