ფოტო, რომელიც სოჭის ოლიმპიადის მედიაცენტრში, მამაკაცების ტუალეტშია გადაღებული, ინტერნეტში განხილვის საგნად იქცა.
BBC-ის კორესპონდენტმა სტივ როზენბერგმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც სოჭში, ტუალეტშია გადაღებული. მამაკაცების ტუალეტში გვერდიგვერდ ორი უნიტაზი დგას. შესაბამისად, ერთ ტუალეტში შესვლა ერთდროულად ორ ადამიანს შეუძლია. რუსულ ფორუმებზე ხუმრობით აღნიშნავენ, რომ რუსეთმა სექსუალური უმცირესობების შევიწროებასთან დაკავშირებულ კრიტიკას, ამგვარად უპასუხა და მსოფლიოში პირველი "გეი-ტუალეტი" შექმნა.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა washingtonpost.com-იც. "ფოტო, რომელიც აჩვენებს, რომ რუსეთს სოჭში შესაძლოა ტუალეტის პრობლემა ჰქონდეს" - გამოცემამ სტატია ამ სათაურით გამოაქვეყნა.
რუსეთის ოპოზიციონერი ლიდერი, ალექსეი ნავალნი კი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ "ეს არის სოჭის მედიაცენტრის 1.5 მლრდ რუბლის ღირებულების მამაკაცების ტუალეტი".
