გოგონა, რომელიც 10 წლის ასაკში გაათხოვეს, 13 წლის ასაკში დედა გახდა და 14 წლის ასაკში დაქვრივდა

გოგონა, რომელიც 10 წლის ასაკში გაათხოვეს, 13 წლის ასაკში დედა გახდა და 14 წლის ასაკში დაქვრივდა

სამწუხაროდ, აღმოსავლეთის ქვეყნებში ბავშვი პატარძლები ჩვეულებრივი მოვლენაა. მსოფლიოში წელიწადში 15 წელზე პატარა ასაკის 14 მილიონზე მეტი გოგონა იძულებით თხოვდება - ეს ყველაზე ხშირად ინდოეთსა და ეთიოპიაში ხდება.

ეთიოპიელი ალემცაჰი გაბრეკიდანი დღეს 38 წლისაა, ლონდონში ცხოვრობს და საქველმოქმედო ორგანიზაციაში "გოგონები და არა პატარძლები!" მუშაობს. მან ჟურნალისტებს საკუთარი ბავშვობის შესახებ მოუყვა და ახალგაზრდა გოგონებს მიმართა, რომ ჯერ სწავლას და კარიერას მიხედონ და ქმრის იმედად ნუ იქნებიან.

ალემცაჰს ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა, სკოლაში სწავლობდა და თანატოლებთან ერთად თამაშობდა. 10 წლის ასაკში სახლში დაბრუნებულს მშობლებმა უთხრეს, რომ მალე მისი ქორწილი იქნებოდა. გაბრეკიდანს ახლაც ახსოვს ის ძლიერი სტრესი, რომელიც მაშინ განიცადა - რამდენიმე წუთში მისი ბავშვობა დამთავრდა. მშობლების გადაწყვეტილებით, გოგონა 16 წლის ბიჭზე გაათხოვეს. 13 წლის ასაკში დაფეხმძიმდა. მის ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდიც მაშინ დაიწყო - აუტანელი ფეხმძიმობა და საშინელი მშობიარობა გართულებებით.

"ბავშვი ბავშვს აჩენდა. აუტანელი ტკივილი არც კი ვიცი, როგორ გადავიტანე", - ამბობს ის.

14 წლის ასაკში დაქვრივდა, მისი მეუღლე ომში მოკლეს. მარტოხელა დედას მცირეწლოვანი შვილი რომ ერჩინა, დამამცირებელ სამუშაოს არაერთხელ დათანხმდა და ხშირად ანაზღაურებასაც კი არ აძლევდნენ. არავითარი განათლება, დიპლომი და კარიერა - ასე ახასიათებს საკუთარ ახალგაზრდობას დღეს უკვე საკუთარ საქმეში წარმატებული ქალი.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს