რამდენი მილიონი ევრო სჭირდება გუდაურის ხელოვნურ გათოვლიანებას?

რამდენი მილიონი ევრო სჭირდება გუდაურის ხელოვნურ გათოვლიანებას?

გუდაურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ხელოვნური გათოვლიანების სისტემასთან დაკავშირებით მუშაობა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. სააგენტოს წარმომადგენლის ნიკო ჩქარეულის თქმით, უთოვლობა სერიოზულ პრობლემებს ქმნის, რის გამო ხელოვნური გათოვლიანების სისტემის გამოყენებაა საჭირო, აღნიშნული სისტემა კი ძალიან ძვირადღირებულია და მის შეძენას დამოუკიდებლად ვერ შეძლებენ, ამიტომ ინვესტირების რამდენიმე ვარიანტი განიხილება.

უთოვლობის გამო სახელმწიფო, მეწარმეები და სააგენტო სოლიდურ თანხებს კარგავენ, ხელოვნური გათოვლიანების სისტემისთვის დაახლოებით 13 მილიონი ევროა საჭირო. ორი სხვადასხვა კომპანიის პროექტის მიხედვით, გუდაურის 4 ტრასის გასათოვლიანებლად საჭიროა 100 ერთეული ე.წ. "სნოუ ბლოუერი" (პუშკა) ან 150 ერთეული ლამპიონის მაგვარი ე.წ. თოფი. ერთი სნოუ ბლოუერის ფასი 50 000 ევროა, ერთი თოფის კი 12 000 ევრო.

"სახელმწიფო, სასტუმროების მფლობელები, კურორტზე დამოკიდებული მეწარმეები და უშუალოდ ჩვენი სამსახურიც დიდ შემოსავალს კარგავს უთოვლობის გამო. სისტემას პირველ რიგში სჭირდება დიდი რაოდენობით წყალი. შესაბამისად, საჭიროა რეზერვუარი, ან არაგვიდან წყლის საქაჩი, რამდენიმე საფეხურიანი დანადგარების და წყალგაყვანილობის სისტემა, რაც 6 მილიონ ევროს შეადგენს", - აცხადებენ სააგენტოში.

იხილეთ ვრცლად

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა