lenta.ru ქართველი კანონიერი ქურდების საფლავებს აქვეყნებს

lenta.ru ქართველი კანონიერი ქურდების საფლავებს აქვეყნებს

რუსული ინტერნეტ-გამოცემა lenta.ru  ქართველი კანონიერი ქურდების თემაზე მასალას აქვეყნებს.

"რუსეთში მოქმედი "კანონიერი ქურდების" მნიშვნელოვან ნაწილი საქართველოდან ჩამოსული "კანონიერი ქურდები" არიან. მათ შორის იყო დედ ჰასანიც, რომელიც ყველაზე გავლენიან კრიმინალურ ავტორიტეტად ითვლებოდა  ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და რომელიც 2013 წელს ჩაცხრილეს. თავად საქართველოში 1990-იან წლებში ე.წ. "კანონიერი ქურდები" მნიშვნელოვანი გავლენით სარგებლობდნენ: ამის  ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ჯაბა იოსელიანია, რომელიც მონაწილეობდა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ხელისუფლების დამხობაში და რომელიც სახელმწიფო საბჭოს შემადგენლობაში შევიდა”, - ნათქვამია საიტზე გამოქვეყნებულ მასალაში.

საიტი წერს, რომ ”ვარდების რევოლუციის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა: ახალმა ხელისუფლებამ  კრიმინალურ ავტორიტეტებს ბრძოლა გამოუცხადა. სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, კრიმინალური ავტორიტეტი ციხეში მოხვდებოდა, თუკი ის იტყოდა, რომ "კანონიერი ქურდი" იყო. ამ პირობებში კანონიერი ქურდები ან ციხეში ხვდებოდნენ, ან ამჯობინებდნენ ქვეყნის დატოვებას”.

სტატიას თან ახლავს სერგეი სტროიტელევის ფოტოები, რომელიც გადაღებულია ქართველი "კანონიერი ქურდების" საფლავებზე.

იხილეთ ფოტოგალერეა

ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება - მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი ქარი და ზღვაზე 6-ბალიანი შტორმი

13 ქალაქიდან მოსწავლეთა 12% სწავლას დისტანციურად განაგრძობს - რა სიახლეებია სკოლებში

„KIU-მ მომცა შესაძლებლობა, გავხდე საუკეთესო ჩემს პროფესიაში“ - მათემატიკის სკოლის სტუდენტი ელენე კენჭოშვილი