ია ფარულავა დუდუ დადიანს იხსენებს

ია ფარულავა დუდუ დადიანს იხსენებს

დავით (დუდუ) დადიანის გარდაცვალებიდან 12 წელი გავიდა. გარდაცვლილ მეგობარს მსახიობი ია ფარულა "ფეისბუქის" პირად გვერდზე იხსენებს.

"ღმერთმა ნათელში გამყოფოს, ჩემო საყვარელო და ტკბილო მეგობარო, 12 წელი გავიდა უკვე....", - წერს ფარულავა და დუდუსთან ერთად 2002 წელს რესტორანში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

სოციალურ ქსელში დუდუ დადიანის ოფიციალური გვერდიც შეიქმნა, სადაც კალათბურთელის ცხოვრების ამსახველი ფოტოებია განთავსებული.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დუდუ დადიანი 2002 წლის იანვარში თბილისში, სპორტის დეპარტამენტის შენობაში მოკლეს. მკვლელის ვინაობა დღემდე დაუდგენელია. ოფიციალურმა გამოძიებამ დაასკვნა, რომ მკვლელობა დუდუსა და უცნობს შორის შელაპარაკების შედეგად მოხდა. თუმცა ამ ინციდენტის გარშემო უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვა კვლავაც არსებობს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს