ვინც ლესბოსელ ქალს ცოლად მოიყვანს, სიმამრი 80 მილიონ გირვანქა სტერლინგს აჩუქებს

ვინც ლესბოსელ ქალს ცოლად მოიყვანს, სიმამრი 80 მილიონ გირვანქა სტერლინგს აჩუქებს

ჰონგკონგელი უძრავი ქონების მაგნატი, მილიარდერი სესილ ჩაო ნებისმიერ მამაკაცს, რომელიც შეძლებს, მის ლესბოსელ ქალიშვილს ორიენტაცია შეაცვლევინოს, 80 მილიონ გირვანქა სტერლინგს აჩუქებს.

ჯერ კიდევ შარშან, სესილი უშედეგოდ ცდილობდა, რომ ლესბოსელი ქალიშვილისთვის, გიგი ჩაოსთვის ქმარი შეერჩია. შარშან მან ჯილდოდ 40 მილიონი გირვანქა სტერლინგი დააწესა. თანხა ძალიან მაღალია და მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილიდან მამაკაცებმა ლესბოსელი ქალის გულის მოსაგებად ბრძოლა გააჩაღეს.

"კასტინგში" 20 000 თაყვანისმცემელი მონაწილეობდა, მაგრამ ქალის გული ვერავინ მოიგო. როგორც ჩანს, მილიარდერი უსუსური კაცების ყურებით დაიღალა და თანხა გააორმაგა - პოტენციური საქმრო, რომელიც გიგის ლესბოსელობაზე უარს ათქმევინებს, 80 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს. საპატარძლომ მანჩესტერის უნივერსიტეტი დაამთავრა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს