"გვიბრუნდება ჩვენი იმედი" - მარიამ საჯაია ექს-პრემიერს აქილიკებს

"გვიბრუნდება ჩვენი იმედი" - მარიამ საჯაია ექს-პრემიერს აქილიკებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი მარიამ საჯაია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბიძინა ივანიშვილის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნებას ეხმაურება.

"გვიბრუნდება ჩვენი იმედი <3

გვიბრუნდება რა, არც არსად წავსულვარო ამბობს… მეორეს მხრივ იმასაც ხომ ამბობს, ქვეყანას მე არ ვმართავო, მაგრამ ეგ როგორ გამოდის არ ვიცი, უმარტივეს ლოგიკაშიც არ ჯდება. აი უმარტივესად, მთავრობა ხომ მართავს ქვეყანას და პირი, რომელიც მართავს მთავრობას, მართავს ქვეყანას, კიდევ უფრო რომ გავამარტივოთ თუ A=B და B=C მაშინ A=C

ჰოდა NGO-ების დაფუძნებას, ჯობია ქვეყანას მიხედოს ბატონმა ბიძინამ, დანაპირებები შეასრულოს და ქარხნებს "ფილტრიც დაუყენოს".

ისე "გრეჩიხასავით" კი გამოუვიდა ეს "მოვდივარ" ისიც ხო "მიშა მოვდივარ" იყო", - წერს საჯაია.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქე" დააფუძნა. ბიძინა ივანიშვილი ორგანიზაციას თავად უხელმძღვანელებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანი ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებაა.

ბიძინა ივანიშვილის ახალ არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნას ჟურნალისტი ირმა ინაშვილი Facebook-ზე შემდეგი პოსტით ეხმიანება:

"როცა ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციურ ფლანგს უდგებოდა სათავეში, ჩემი მისადმი ნდობა იყო მაღალი, მაღალი და მაღალი. დღეს, როცა ივანიშვილი მესამე სექტორში ინაცვლებს, ვფიქრობ, რომ ჩემი ქვეყნისთვის არაფერი მოხდება არც ახალი და არც საინტერესო. ამ "ახალსა" და "საინტერესოში" ვგულისხმობ ქვეყანაში რეალურ და სასიკეთო ცვლილებებს.

თავად ბიძინა ივანიშვილისთვის "მოქალაქე" გახდება ასპარეზი, რომ 2012-2013 წლების ლიდერი საზოგადოებამ არ დაივიწყოს. ეს ორგანიზაცია პრაქტიკულად იქნება ხელისუფლების ხელისუფლება. არ ვიცი, ვინ რას ელოდება და ვინ რატომ დგება (უკვე მერამდენედ) გრძელ რიგში, მაგრამ, ჩემი აზრით, "მოქალაქის" სივრცეშიც მხოლოდ ივანიშვილის "რჩეულებს" გაეხსნებათ გზა. ივანიშვილის "რჩეულთა" დიდი ნაწილი კი, ხალხის რჩეული რომ არ არის, ამაზე, იმედია, არ ვიკამათებთ", - წერს ირმა ინაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს