"მძევ­ლო­ბა" გან­ვა­დე­ბით: "ბან­კმა "შავ სი­ა­ში" არაფ­რის გა­მო შე­მიყ­ვა­ნა

"მძევ­ლო­ბა" გან­ვა­დე­ბით: "ბან­კმა "შავ სი­ა­ში" არაფ­რის გა­მო შე­მიყ­ვა­ნა

სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს სა­ყო­ფაცხ­ოვ­რე­ბო ნივ­თე­ბი და ტექ­ნი­კა ბან­კე­ბი­დან გან­ვა­დე­ბით გა­მო­აქვს და ეს ბუ­ნებ­რი­ვი­ცა­ა: ყვე­ლას არა აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა ერ­თბა­შად გა­და­ი­ხა­დოს სო­ლი­დუ­რი თან­ხა ამა თუ იმ ნივ­თში, რო­მე­ლიც სას­წრა­ფოდ სჭირ­დე­ბა. რო­გორც წე­სი, ამას ხში­რად მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე გა­უ­გებ­რო­ბა კო­მერ­ცი­ულ ბან­კებ­თან, რა­საც ჩვე­ნი მკითხ­ვე­ლე­ბის მო­ნათხ­რო­ბიც ადას­ტუ­რებს:

ნი­ნო თ. - გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს გან­ვა­დე­ბით გა­მო­ვი­ტა­ნე მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და იმ იმე­დით, რომ გა­დახ­და თან­და­თან უფ­რო გა­მი­ად­ვილ­დე­ბო­და, ათ­თვი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ვა­ფორ­მე. თან­ხის გა­დახ­და ყო­ვე­ლი თვის 7 რიცხ­ვში მი­წევ­და, რად­გან 7 იან­ვა­რი შო­ბის დღე­სას­წა­ულს და­ემ­თხვა, ბან­კში ვერ მი­ვე­დი, ვერც 8 იან­ვარს მო­ვა­ხერ­ხე გა­დახ­და და 9-ში, დი­ლით, ბან­კი­დან ასე­თი ში­ნა­არ­სის გზავ­ნი­ლი მი­ვი­ღე: "გან­ვა­დე­ბის და­ვა­ლი­ა­ნე­ბის და­უ­ფა­რა­ო­ბის გა­მო თქვენ და­გე­რიცხ­ათ ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბის პირ­გა­სამ­ტეხ­ლო. გთხოვთ, სას­წრა­ფოდ და­ფა­როთ და­ვა­ლი­ა­ნე­ბა". შე­იძ­ლე­ბა გა­დახ­და და­ვაგ­ვი­ა­ნე, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად იმან გა­მა­ო­ცა, რომ "პირ­გა­სამ­ტეხ­ლო" იმა­ზე მე­ტი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე თან­ხა, რო­მელ­საც ყო­ველ­თვე ვიხ­დი. პრო­ცენ­ტე­ბი ჩვენს ბან­კებ­ში ისე­დაც მა­ღა­ლი­ა, ამას ემა­ტე­ბა პირ­გა­სამ­ტეხ­ლოც და სა­ბო­ლო­ოდ გან­ვა­დე­ბით გა­მო­ტა­ნი­ლი ნივ­თი ორ­ჯერ უფ­რო ძვი­რი გიჯ­დე­ბა, ვიდ­რე ღირს. რა არის ეს, თუ არა ძარ­ცვა-­გლე­ჯა? მე პი­რა­დად, ძა­ლი­ან ვნა­ნობ, რომ გან­ვა­დე­ბა გა­ვა­ფორ­მე, ვეც­დე­ბი, მო­მა­ვალ­ში თან­ხა დავ­ზო­გო და რაც დამ­ჭირ­დე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ნაღ­დი ფუ­ლით შე­ვი­ძი­ნო.

თა­მარ აბე­სა­ძე - მე სულ სხვა პრობ­ლე­მა შე­მექ­მნა: შვი­დი წლის წინ მქონ­და გა­ფორ­მე­ბუ­ლი გან­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც და­ფა­რუ­ლი მაქვს და ჩემ­და გა­სა­ოც­რად, ახ­ლა აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ერ­თ-ერ­თმა ბან­კმა, რომ­ლის სა­ხელ­საც შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვა­სა­ხე­ლებ, იმი­ტომ, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში ჩი­ვილს ვა­პი­რებ, არაფ­რის გა­მო "შავ სი­ა­ში" შე­მიყ­ვა­ნა. შე­იძ­ლე­ბა თან­ხის გა­დახ­და ერ­თი­-ორ­ჯერ გა­და­მიც­და, რადგან ზაფ­ხულ­ში თბი­ლის­ში არ ვი­ყა­ვი და ზუს­ტად იმ დრო­ი­სათ­ვის ვერ ჩა­მო­ვე­დი. წელს, ზამ­თა­რი რომ და­იწყო და აცივ­და, გა­დავ­წყვი­ტე, გა­მათ­ბო­ბე­ლი გა­მო­მე­ტა­ნა გან­ვა­დე­ბით, მაგ­რამ ყვე­ლა ბან­კმა უა­რით გა­მო­მის­ტუმ­რა, რო­გორც "შავ­სი­ე­ლი". ექი­მი ვარ, მაქვს შე­მო­სა­ვა­ლი და რა­ტომ "გა­მა­შა­ვეს", ახ­ლაც არ მეს­მის. ვერ ასა­ბუ­თე­ბენ, რა მოხ­და და ერ­თმა­ნეთს აბ­რა­ლე­ბენ. რო­გორც გა­ვი­გე, ჩემ­სა­ვით კი­დევ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი "გა­უ­შა­ვე­ბი­ათ". ეს ხომ უსა­მარ­თლო­ბის, უკონ­ტრო­ლო­ბი­სა და გა­ნუ­კითხ­ა­ო­ბის ბრა­ლი­ა?!

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბის სა­ჩივ­რებ­ზე კო­მენ­ტა­რი "ჯორ­ჯი­ან ბიზ­ნეს ინ­სა­ი­ტის" გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ ირაკ­ლი ლექ­ვი­ნა­ძეს ვთხო­ვეთ:

- გან­ვა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ღალ­რის­კი­ან პრო­დუქ­ტად არის მიჩ­ნე­უ­ლი, რადგან მი­სი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ძი­რი­თა­დად და­ბა­ლი და სა­შუ­ა­ლო შეძ­ლე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან. ძა­ლი­ან ხში­რად, რაც უფ­რო გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლია გან­ვა­დე­ბის პრო­ცე­დუ­რა, რის­კიც უფ­რო მა­ღა­ლი­ა. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­ცა გან­ვა­დე­ბის გა­ცე­მა გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი წე­სით ხდე­ბა. ლო­გი­კუ­რი­ა, რომ სა­დაც რის­კი მა­ღა­ლი­ა, პრო­ცენ­ტე­ბიც მა­ღა­ლი­ა. ბან­კე­ბის ქმე­დე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში სავ­სე­ბით გა­სა­გე­ბი­ა, რად­გან მათ ამ პი­რო­ბით უღირთ მუ­შა­ო­ბა, თა­ნაც, მომ­ხმა­რე­ბე­ლი ამის გა­მო სუ­ლაც არ აკ­ლდე­ბათ. შე­სა­ბა­მი­სად, გან­ვა­დე­ბა საკ­მა­ოდ მომ­გე­ბი­ა­ნი პრო­დუქ­ტია ბან­კე­ბი­სათ­ვის, თა­ვი­სი ჯა­რი­მე­ბით, პირ­გა­სამ­ტეხ­ლო­ე­ბით, გან­ვა­დე­ბის პრო­ცენ­ტით და ა.შ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გან­ვა­დე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი თან­ხის წი­ლი მათ შე­მო­სავ­ლებ­ში საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი­ა. ამი­ტომ, მომ­ხმა­რე­ბე­ლი ყუ­რადღ­ე­ბით უნ­და გა­ეც­ნოს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, უფ­რო მე­ტიც, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და შე­ი­ნა­ხოს თა­ვი რომ და­იზღ­ვი­ოს ყო­ველ­გვა­რი გა­უ­გებ­რო­ბი­სა და ზედ­მე­ტი ხარ­ჯე­ბი­სა­გან. ჩვენ­თან კი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ყუ­რადღ­ე­ბას არა­ვინ აქ­ცევს, რაც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა­ა, უნ­და და­ა­ზუს­ტოთ, რო­მელ თვე­ში, რო­მელ რიცხ­ვში უნ­და გა­და­ი­ხა­დოთ თან­ხა, ხომ არ უწევს დას­ვე­ნე­ბის დღე, რომ დაგ­ვი­ა­ნე­ბის გა­მო ზედ­მე­ტი ფუ­ლის გა­დაყ­რა არ მო­გიხ­დეთ. მე­კითხ­ე­ბით, რამ­დე­ნად სა­მარ­თლი­ა­ნი­ა, რო­ცა პირ­გა­სამ­ტეხ­ლო უფ­რო მე­ტი­ა, ვიდ­რე გა­და­სახ­დე­ლი თან­ხა­? - ამა­საც კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კი წყვეტს.

ამი­ტომ, ვიდ­რე გან­ვა­დე­ბას გა­ა­ფორ­მებ­დეთ, ყუ­რადღ­ე­ბით უნ­და გა­ეც­ნოთ, რო­მე­ლი ბან­კი რა პი­რო­ბებს გთა­ვა­ზობთ. პირ­გა­სამ­ტეხ­ლო სად რამ­დე­ნი­ა, პრო­ცენ­ტი რო­გო­რია და ა.შ. წი­ნას­წარ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა და გარ­კვე­ვა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში უმ­ჯო­ბე­სი­ა, ვიდ­რე გა­უ­გებ­რო­ბა და უშე­დე­გო საყ­ვე­დუ­რე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა "შავ სი­ებ­ში" შეყ­ვა­ნას, რო­გორც ვი­ცი, ეს პრო­ცე­სი ახ­ლა უფ­რო შერ­ბი­ლე­ბუ­ლი­ა, ად­რე ბან­კე­ბი ამ მხრივ უფ­რო მკაც­რად მოქ­მე­დებ­დნენ. ალ­ბათ ამ ადა­მი­ან­მა უნ­და დას­ვას სა­კითხ­ი, რა­ტომ შე­იყ­ვა­ნეს "შავ სი­ა­ში" და ეს თვი­თონ ბან­კთან გა­არ­კვი­ოს. თუ ვა­დის გა­და­ცი­ლე­ბა ხში­რი­ა, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა კლი­ენ­ტის "შავ სი­ა­ში" შეყ­ვა­ნა, მაგ­რამ ერ­თი­-ო­რი შემ­თხვე­ვის გა­მო ასე­თი რამ და­უშ­ვე­ბე­ლი­ა. ჩვენ­თან გან­ვა­დე­ბის გა­ფორ­მე­ბა სპონ­ტა­ნუ­რად, ემო­ცი­უ­რად და ყო­ველ­გვა­რი წი­ნას­წა­რი გათ­ვლე­ბის გა­რე­შე ხდე­ბა. ადა­მი­ან­მა უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ყვე­ლა რის­კი, რო­მე­ლიც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბას მოჰ­ყვე­ბა. რად­გან ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გა­რე­მოც რის­კი­ა­ნია და კონ­კუ­რენ­ცი­აც ნაკ­ლე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ბან­კე­ბი ისეთ სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ებს და პრო­ცენ­ტებს აწე­სე­ბენ, რო­გო­რიც ხელს აძ­ლევთ და ამის მი­უ­ხე­და­ვად, მომ­ხმა­რე­ბე­ლი მა­ინც ჰყავთ. უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახ­ლე­ო­ბაც და ბიზ­ნე­სიც ბან­კე­ბის­თვის მუ­შა­ობს, იმ­დე­ნად ხარ­ჯი­ა­ნია მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. ამ მდგო­მა­რე­ო­ბის შეც­ვლა მხო­ლოდ კონ­კუ­რენ­ცი­ის გაზ­რდით შე­იძ­ლე­ბა.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ