პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გია XIX სა­უ­კუ­ნის თბი­ლის­ში - "და­იწყ­ეს ქა­ლუ­რა წკიპ­ვა, ზოგ­მა კარ­სე­ტიც­ კი ჩა­იც­ვა"

პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გია XIX სა­უ­კუ­ნის თბი­ლის­ში - "და­იწყ­ეს ქა­ლუ­რა წკიპ­ვა, ზოგ­მა კარ­სე­ტიც­ კი ჩა­იც­ვა"

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ერ­ოვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის არ­ქივ­ში რას არ გა­და­აწყ­დე­ბი ადა­მი­ა­ნი! ამას წი­ნათ 1898 წლის 7 ივ­ლი­სის გა­ზეთ "ცნო­ბის ფურ­ცელ­ში" "გო­გი­ტე­ლას გო­დე­ბა" წა­ვი­კითხ­ე, თით­ქოს თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლო გა­მი­ცოცხ­ლდა თვალ­წინ. რას წარ­მო­იდ­გენ­და აცა­ნე­ლი გო­გი­ტე­ლა, იმ­ჟა­მინ­დე­ლი ვა­ი-­ვი­ში, ხან წაღ­მა, ხან უკუღ­მა, XXI სა­უ­კუ­ნე­შიც თუ გად­მოჰ­ყვე­ბო­და მის ქვე­ყა­ნას.

იცით, რას გო­დებ­და გუ­რუ­ლი გო­გი­ტე­ლა? აბა, უს­მი­ნეთ:

"...ი­მის­თა­ნაი დროი დაგ­ვიდ­გა, რომ არა­ფერს აღარ გავს; კა­ცი კაცს არ გავს, ქა­ლი ქალს და პა­წაი პა­წას. ერ­თი სიტყ­ვით, ახ­ლა სი­ცოცხ­ლეს სიკ­ვდი­ლი ჯო­ბი­ა. ამ­ბო­ბენ, გა­ნათ­ლე­ბა მე­ვი­და­ო, აბა რა გა­ნათ­ლე­ბა­ა, თუ ღმერ­თი გწამს, ჩე­მო გო­გი­ტავ. კა­ცი შრო­მობს, თავს იკ­ლავს, იტან­ჯე­ბა თა­ვის რჩე­ნის­თვის და მი­სი ცო­ლი, მიხ­მა­რე­ბის მა­გი­ორ­ში, ში­ნაც აღარ იც­დის და ვინ­ცხა "ა­ტა-­კუ­ტა" ბი­ჭებს გა­დას­კვნია კუდ­ზე და ჰე­რი­ჰა! აბა მარ­ტოტ­კა­ლაი კაც­მა რა უნ­და ქნას!

ახ­ლა მა­ინც, ძმა­ო, სო­ფე­ლი ძა­ან და­ე­ცა, მგო­ნი ვე­ღარც წა­მო­ჯო­ბინ­დეს. გა­და­სა­ხა­დი ყო­ველ დღე გვე­მა­ტე­ბა. ჩვე­ნი დე­და­კა­ცე­ბი ახალ­-ა­ხალ მო­დებს მალ­-მა­ლე იც­ვლი­ან, შეძ­ლე­ბას არ უყუ­რე­ბენ, თუ არ შე­უ­კე­რე, ნა­ბუ­რავ­ში ნი­გუ­ზა­ლი ხა­ზი­რი­ა. აი დას­წყევ­ლოს ჩემ­მა გამ­ჩენ­მა, კა­ცე­ბიც ქე რო წახ­დენ?!

ახ­ლან­დე­ლი კა­ციშ­ვი­ლე­ბი ორ კა­პე­ი­კად არ ღი­რან. ბზი­სი­ას და ჯუ­ფა­ნას მო­ვა­წო­ნოთ თა­ვიო და და­იწყ­ეს ქა­ლუ­რა წკიპ­ვა, ზოგ­მა კარ­სე­ტიც­-კი ჩა­იც­ვა. ხან კაჭ­კა­ჭი­ვით ცმუ­კა­ვენ, ხან მა­ი­მუ­ნო­ბენ, ხან ყი­რა­ზე ეყუ­დე­ბი­ან... ერ­თი სიტყ­ვით, ქვე­ყა­ნა წა­ბორ­ძიკ­და"...

დღეს პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია ვი­ღას უკ­ვირს _ რი­სას აღარ იკე­თე­ბენ! მაგ­რამ... თქვენ წარ­მო­ი­დი­ნეთ, "პლას­ტი­კუ­რე­ბის წი­ნა­პარს" XIX სა­უ­კუ­ნის პრე­სა­შიც კი შევ­ხვდი. და არა მარ­ტო პლას­ტი­კუ­რის! იმ­ჟა­მინ­დელ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სხვა ინო­ვა­ცი­ე­ბი­თაც იწო­ნებ­დნენ თავს. ზო­გი­ერთ ამ­ბავს თქვენც მო­გიყ­ვე­ბით.

1896 წლის 23 დე­კემ­ბრის "ცნო­ბის ფურ­ცელ­ში" მოკ­ვნე­ტილ ცხვირ­ზე წერ­დნენ:

"20 დე­კემ­ბერს კავ­კა­სი­ის სამ­კურ­ნა­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას კრე­ბა ჰქონ­და, რო­მელ­საც ექიმ­მა კი­მონ­ტმა მო­ახ­სე­ნა: ტფი­ლი­სის მცხოვ­რებს ერთს ქალს მის­მა სატ­რფომ, ჩვე­ნი დრო­ის ტა­რი­ელ­მა, ჩხუ­ბის დროს ცხვი­რი მო­აკ­ვნი­ტა ნა­ხევ­რამ­დის. პო­ლი­ცი­ამ მა­შინ­ვე ახა­ლი ნეს­ტან­-და­რე­ჯა­ნი მი­ხე­ი­ლის სამ­კურ­ნა­ლო­ში გაგ­ზავ­ნა. სა­მი სა­ა­თის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ელ­მა მი­ი­ტა­ნა სამ­კურ­ნა­ლო­ში მოკ­ვნე­ტი­ლი ცხვი­რიც, რო­მე­ლიც სადღ­აც ნა­გავ­ში ეპოვ­ნა. აი, ეს ნა­პოვ­ნი და მოკ­ვნე­ტი­ლი ცხვი­რი ექიმ­მა კი­მონ­ტმა ისევ მი­ა­კე­რა თა­ვის ალა­გას და ქა­ლი ეხ­ლა ისევ იმ მოხ­დე­ნი­ლის ცხვი­რით დაბ­რძან­დე­ბა, რო­მე­ლიც ჰქონ­და წი­ნად.

ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ მოკ­ვნე­ტილ­მა ცხვირ­მა რამ­დენ­სა­მე სა­ათს შე­ი­ნა­ხა სი­ცოცხ­ლის ნიშ­ნე­ბი და კვლავ შე­უ­დუღ­და სხე­ულს, დი­დად აკ­ვირ­ვებს ექი­მებს".

მე­ო­რე ამ­ბა­ვი კი თმის ცვე­ნას ეხე­ბა და სა­თა­უ­რად "მე­ლო­ტებს კაი და­რი უდ­გე­ბათ" წა­უმ­ძღვა­რე­ბი­ათ:

"ი­მა­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ექიმ­მა რუ­დენ­კომ მო­ახ­სე­ნა, რომ ერთს დე­და­კაცს, რო­მელ­საც სრუ­ლი­ად გას­ცვივ­და თმა, ახა­ლის წამ­ლით "ტე­რე­ო­ი­დი­ნა"­-თი კვლავ მოვ­გვა­რე მშვე­ნი­ე­რი ხუ­ჭუ­ჭი თმა­ო"...

მოამზადა ირმა ხარშილაძემ

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს