ირაკლი კაკაბაძე - "საყვარელო ელიტ-დეიდებო და ბიძებო, მე ჩემი და თქვენზე ბევრად მეტად მიყვარს"

ირაკლი კაკაბაძე - "საყვარელო ელიტ-დეიდებო და ბიძებო, მე ჩემი და თქვენზე ბევრად მეტად მიყვარს"

მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე საკუთარ დასთან, ნინია კაკაბაძესთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

"ძალიან მიკვრის ჩვენს 'განათლებულ' საზოგადოებაში ამდენი იდიოტი რომ აღმოჩნდა - მათ ჰგონიათ რომ საკუთარი დის სიყვარულს მასწავლიან და ამ დროს ძალიან მარტივად იყიდებიან დღევანდელი ქართული NGO-ელიტის წარმომადგენლები - მათ კლანური ელიტიზმის გარდა სხვა ენა არ ესმით. და ეს ის ხალხია, ვინც უბრალო, ადამიანებს 'სიბნელეში' ადანაშაულებს. ადამიანები რომლებსაც საკუთარი წრის გარეთ გახედვაც არ შეუძლიათ. ნუ ღელავთ, ჩემო საყვარელო ელიტ-დეიდებო და ბიძებო, მე ჩემი და თქვენზე ბევრად მეტად მიყვარს. უბრალოდ, მისთვის სჯობია რომ თქვენ რაც შეიძლება ნაკლებად გგავდეთ და საკუთარი კლანის გარეთ გაიხედოს. ყველა ჩვენგანისთვის სჯობია. სიმართლე და სიყვარული ნებისმიერ კლანზე ზემოთ დგას. დღესაც მხარს ვუჭერ გოგა კოხრეიძის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოში და თუ ის არ მოხვდა იქ - ძალიან მწარედაც გავაპროტესტებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დაჩაგვრას. და არა მარტო მე. გაუმარჯოს დემოკრატიას ყველა ადამიანისათვის - და არა მხოლოდ ელიტ-დეიდა-ბიძებისთვის. გაუმარჯოს თანასწორობას", - წერს ირაკლი კაკაბაძე.

შეგახსენებთ, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოში წარდგენილ კანდიდატებს, ნინია კაკაბაძეს და გენადი გელაძეს პარლამენტმა მხარი ისევ არ დაუჭირა. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდში საპარლამენტო უმცირესობის მიერ შეთავაზებული ნინია კაკაბაძის კანდიდატურა, კენჭისყრის შედეგით - 44 მომხრე, 45 წინააღმდეგი, ხოლო აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატი გენადი გელაძე შედეგით - 44 მომხრე, 34 წინააღმდეგი - "ჩავარდა".

პარლამენტმა გუშინ მხარი მხოლოდ სახალხო დამცველის მიერ შეთავაზებულ ლელა გაფრინდაშვილის კანდიდატურას დაუჭირა და ის 117 ხმით, ერთხმად დაამტკიცა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს