მოუგვარებელი პრობლემა - უწყლობა ოზურგეთის სოფლებში

მოუგვარებელი პრობლემა - უწყლობა ოზურგეთის სოფლებში

მოძველებული და დახეთქილი წყლის მილები, წყლით სავსე ორმოები და დატბორილი ქუჩები, მუდმივად შესაკეთებელი წყლის სათავე-ნაგებობები, ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილო მოსახლეობა - ეს პრობლემები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების 80 პროცენტს წლებია აწუხებს.

"სადაა, ბატონო, წყალი? სამი წელია, სოფელ ბაღდადის მოსახლეობას წყალი არ მოგვეწოდება. ვაკიჯვარში გამოიყვანეს და ჩვენ, ბაღდადელები დაგვტოვეს. მოვითხოვეთ ახლაც, მაგრამ ვის ესმის? მოითხოვე, რამდენიც გინდა, ვინ გააკეთებს? რაც მათ უნდათ და იოლად გასაკეთებლად მიაჩნიათ, იმას აკეთებენ. მოსახლეობა, სოფლის მხარდამჭერი პროგრამებით, უპირველესად წყალს ვითხოვთ. გამრიცხველიანების პრობლემა გვაქვს, 21-ე საუკუნეში მეზობლები ერთმანეთს არიან გადაკიდებული, დავალიანება მოდის ძალიან დიდი და არის გაურკვევლობა. მოკლედ, ამ გაჭირვებული ხალხისთვის არაფერი შეცვლილა, ვერაფერს იგრძნობ, ვართ ისევ ისე, როგორც ადრე " - აცხადებენ ბაღდათში.

სოფელ ცხემლისხიდი-ბაღდადის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებული დავით ჭანუყვაძე აღნიშნავს, რომ უწყლობა ძალიან დიდი პრობლემაა, რომლის მოგვარება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. "წლების განმავლობაში სოფლის მხარდამჭერი პროგრამით, რაც თანხები გამოიყო ყველა წყალში ჩაიდო და არ ეყო კიდევ. ეს იყო, დაახლოებით, 20 000 ლარი მარტო ბაღდადისთვის, რაც ძალიან მიზერული თანხაა. ინდმეწარმემ, რაც შეიძლებოდა აღნიშნული თანხით გაკეთებულიყო, ის გააკეთა. ეს თვითონ მოსახლეობამ აირჩია პრიორიტეტად. რაც შეეხება გამრიცხველიანებას, იცით, რომ ეს კერძო კომპანიის პრეროგატივაა და ინფორმაცია არ გვაქვს, როდის დაიწყება ამ პრობლემის მოგვარება" - აცხადებს ჭანუყვაძე.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა