ვაშლოვანის ნაკრძალში ქართველ დამთვალიერებელთა რიცხვმა იკლო, უცხოურმა იმატა

ვაშლოვანის ნაკრძალში ქართველ დამთვალიერებელთა რიცხვმა იკლო, უცხოურმა იმატა

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ვიზიტორთა სტატისტიკას აქვეყნებს. მონაცემების თანახმად, დედოფლისწყაროში, ვაშლოვანის მოსანახულებლად ჩამოსული ქართველი დამთვალიერებლის რიცხვი გასულ წელთან შედარებით შემცირებულია. 2012 წელს ნაკრძალს 5747 ქართველი ვიზიტორი ეწვია, 2013-ში კი 5393-მდე შემცირდა. 

ქართველებისგან განსხვავებით, ნაკრძალში უცხოელი ტურისტების ზრდა შეინიშნება. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მაჩვენებელი 656 ვიზიტორით არის გაზრდილი. თუ 2012 წელს ვაშლოვანს 1285 უცხოელი ვიზიტორი ეწვია, 2013 წელს მათმა რიცხვმა 1941 შეადგინა.

იხილეთ ვრცლად

qiziyi.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა