როგორ იხსენებს ოჯახის ადვოკატი სანდრო გირგვლიანს მკვლელობიდან 8 წლის შემდეგ

როგორ იხსენებს ოჯახის ადვოკატი სანდრო გირგვლიანს მკვლელობიდან 8 წლის შემდეგ

სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებიდან 8 წელი გავიდა. გირგვლიანების ოჯახის ადვოკატი ევროსასამართლოში, დავით ჯანდიერი "ფეისბუქის" პირად გვერდზე სანდროს გარდაცვალების მერვე წლისთავს ეხმაურება.

"დღეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებიდან რვა წელი გავიდა. 2006 წლის 28 იანვარი არა მარტო ამ ერთი ლამაზი ოჯახის ტრაგედიის თარიღია, არამედ გადაჭარბების გარეშე - მთელი ქვეყნის. სამწუხაროდ, სახელმწიფომ არათუ არ დაიცვა სანდროს სიცოცხლე, არამედ თავად მოგვევლინა ამ დანაშაულის ავტორად. სანდრო მავნე სახელმწიფო მოხელეთა თავგასულობას შეეწირა. მხოლოდ უწესო სახელმწიფო მოხელეს შეუძლია უსამართლობის კეთება - უსამართლობის, რომელსაც საზოგადოებისათვის ყოველთვის ზიანი მოაქვს და არასოდეს არა აქვს გამართლება. სიმართლე კი არც ჰქრება და არც იკარგება. ქედს ვიხრი სანდროს, ქალბატონი ირინას და ბატონი გურამის წინაშე ...", - წერს დავით ჯანდიერი.

"გაერთიანებული ქართული ბანკის" საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს თბილისის გარეთ, სასაფლაოს მახლობლად გარდაცვლილი იპოვეს.

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე "ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ" განჩინება 2011 წლის 26 აპრილს გამოიტანა. სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა.

იხილეთ ასევე: "იმ დღეს მეც უნდა ვყოფილიყავი "შარდენ-ბარის" სუფრაზე" - ვანო მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე

"თაკო სალაყაიაზე აქამდე გაუხმაურებელ ორიოდე ისტორიას ექსკლუზიურად გიამბობთ!"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს