ნოდარ ხადური - დოლარის მიმართ ყველა ვალუტა წონას კარგავს

ნოდარ ხადური - დოლარის მიმართ ყველა ვალუტა წონას კარგავს

დოლარის მიმართ ყველა ვალუტა წონას კარგავს, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ლარის კურსის ვარდნის კომენტირებისას განაცხადა.

ხადურის ინფორმაციით, ქართულმა ლარმა პოზიციები დაახლოებით 8 პროცენტით შეასუსტა მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებში არის 20, 40 და 50 პროცენტიანი ვარდნაც.

"ჩვენთან სიტუაცია არის ნორმალური, რადგან ბევრი ანალიზის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ სერიოზულ ცვლილებებს არ უნდა ველოდეთ", - განაცხადა ხადურმა.

რაც შეეხება ლარის კურსის ვარდნის გავლენას საწვავის ფასების ზრდაზე, ფინანსთა მინისტრის შეფასებით, ეს ფასებზე პროპორციულად არ უნდა აისახოს.

"ნავთობი არ ძვირდება, შესაბამისად, ლარის კურის გაუფასურებამ საწვავის ფასის პროპორციული ზრდაც კი არ უნდა გამოიწვიოს. შეიძლება, ფასი ოდნავ გაიზარდოს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს პროპორციული", - აღნიშნა ხადურმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ