მამაკაცი, რომელიც 20 წლის განმავლობაში ცოლის საფლავზე ყოველდღე მიდიოდა, გარდაიცვალა

მამაკაცი, რომელიც 20 წლის განმავლობაში ცოლის საფლავზე ყოველდღე მიდიოდა, გარდაიცვალა

ყველა ქალი ინატრებდა ასეთ ერთგულ სიყვარულს - მამაკაცი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ცოლის საფლავზე ყოველდღე მიდიოდა, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აშშ-ში, ბოსტონში მცხოვრები როკი აბალსამო მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მის საფლავზე ყოველდღე მიდიოდა და ამბობდა, რომ ამ გზით მარტოობას ებრძოდა და სიცარიელეს ივსებდა. როკის მეუღლე ჯულია 1993 წელს გარდაიცვალა - მას შემდეგ როკის საცხოვრებელი მეუღლის საფლავი გახდა.

ყოველ დღე, წვიმაში, ქარში თუ მზეში სასაფლაოზე - St. Joseph Cemetery ხედავდნენ მამაკაცს, რომელიც საფლავის გვერდით იჯდა. რამდენიმე დღის წინ როკი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. მამაკაცი ბოლოს ცოლის საფლავზე ივლისში იმყოფებოდა, ავადმყოფობის გამო სიკვდილამდე მეუღლის საფლავზე წასვლა ვერ შეძლო. ის მის გვერდით დაკრძალეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს