ყველაზე ძვირადღირებული უბნები თბილისში საოფისე ფართების მიხედვით

ყველაზე ძვირადღირებული უბნები თბილისში საოფისე ფართების მიხედვით

წყარო:

დეკემბერში ერთი კვადრატული მეტრი საოფისე ფართის საშუალო ფასმა ძველ თბილისში წინა თვესთან შედარებით 240 დოლარით, ანუ 17%-ით მოიმატა და 1 427 აშშ დოლარს მიაღწია.

"ილიაუნი ბიზნეს რევიუს" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მაღალი ფასებით მეორე ადგილს იკავებს ჩუღურეთი, სადაც საოფისე ფართები, პირიქით, 78 დოლარით გაიაფდა და კვადრატულ მეტრზე 1 347 დოლარი შეადგინა. მესამე ადგილზე ვაკეა, რომელმაც პირველობა დაკარგა, აქ ფასები ნოემბერთან შედარებით 468 დოლარით (28%-ით) შემცირდა, 1 220 დოლარამდე.

საბურთალოზე ოფისების ღირებულებამ უმნიშვნელოდ, 1 025 დოლარიდან 1 117 დოლარამდე მოიმატა. კვლევის ფარგლებში შერჩეული ტერიტორიული ერთეულებიდან ყველაზე დაბალი საშუალო ფასი დაფიქსირებულია კვლავ დიდუბეში - 1 038 აშშ დოლარი კვადრატულ მეტრზე (ნოემბერთან შედარებით 145 დოლარით, ანუ 14%-ით მოიმატა).

რაც შეეხება საოფისე ფართების ქირას, ყველაზე პოპულარული და ძვირადღირებული უბანი საბურთალო აღმოჩნდა. ერთი კვადრატული მეტრის ფასი დეკემბერში ნოემბერთან შედარებით 10,4 დოლარიდან 16,6 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

"ჩუღურეთში ფართების ქირის ღირებულებამ - 3 დოლარით, ანუ 16%-ით მოიკლო, 15,4 დოლარამდე, ძველი თბილისში კი - 1,4 დოლარით (11 %-ით) 11,7 დოლარამდე. სამაგიეროდ, თითქმის 3 დოლარით გაიზარდა ვაკეში და 11 დოლარი შეადგინა", - განაცხადა კვლევის ავტორმა, გიორგი აბაშიშვილმა.

ერთ კვადრატულ მეტრ საოფისე ფართზე ყველაზე დაბალი საშუალო ფასი დიდუბეში დაფიქსირდა, რომელიც ნოემბერთან შედარებით უცვლელად შენარჩუნდა.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ