ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში პაციენტი არ მიიღეს. ფოთიდან მომავალ პაციენტს, რომელსაც მართვითი სუნთქვის აპარატი სჭირდებოდა, სამედიცინო დაწესებულებამ უარი უთხრა, რის შემდეგაც პაციენტი სიმონიანი თბილისში გადაიყვანეს.
საეკლესიო საავადმყოფოს მთავარი ექიმი დათო ჯანაშია განმარტავს, რომ პაციენტისათვის უარის თქმის მიზეზი მართვითი სუნთქვის აპარატების დაკავება გახდა.
"სამი აპარატი გვაქვს საავადმყოფოში და სამივე დაკავებული იყო" , - ამბობს ჯანაშია.
წყარო: topnews.com.ge