Facebook-ზე დახარჯული დროის გამოთვლის აპლიკაცია გაჩნდა

Facebook-ზე დახარჯული დროის გამოთვლის აპლიკაცია გაჩნდა

ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა აპლიკაცია-კალკულატორი გაუშვა, რომელსაც სოციალურ ქსელ Facebook-ში გატარებული დროის დათვლა შეუძლია. აპლიკაცია ამას სოციალურ ქსელში მომხმარებლის აქტიურობის მიხედვით გამოთვლის.

მიუხედავად იმისა, რომ Facebook არ აჩვენებს ინფორმაციას, როდის შევიდა თუ გამოვიდა სოციალური ქსელიდან მომხმარებელი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადმინისტრატორებს ეს ინფორმაცია არ აქვთ: მაგალითად Time-ის აპლიკაციას შეუძლია პროფილის შექმნიდან მოყოლებული დათვალოს პროგრამაში დახარჯული მიახლოებითი დრო. იგი ასევე დათვლის რამდენი პოსტი დაწერა მომხმარებელმა.

ეს აპლიკაცია Facebook-ის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა. 2004 წლის 4 თებერვალს მარკ ცუკერბერგმა მეგობრებთან ერთად ინტერნეტში ადამიანების გაერთიანების ახალ ხერხს მიაგნო. 10 წლის მანძილზე სოციალურ ქსელში 1,1 მილიარდი ადამიანი გაწევრიანდა.

მომზადებულია Lookatme.ru -ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს