წარმოგიდგენთ ისტორიულ ციტატებს, რომლებზეც მცდარი აზრი გვაქვს. სტატიას Telegraph აქვეყნებს.
"ერთი კაცის სიკვდილი ტრაგედიაა, მილიონობით ადამიანის სიკვდილი სტატისტიკა" - ბევრი ფიქრობს, რომ ეს ფრაზა პირველად იოსებ სტალინმა თქვა, მაგრამ მსგავს ფრაზას ხშირად იყენებდა რამდენიმე მწერალი, მათ შორის გერმანელი კურტ ტუხოლსკი.
"თუ პური არ აქვთ, ფუნთუშა ჭამონ" - ყველამ ვიცით, რომ ეს სიტყვები საფრანგეთის დედოფალმა, ლუი XVI მეუღლემ მარია ანტუანეტამ თქვა, როდესაც უთხრეს, რომ ფრანგებს პური არ აქვთ. თუმცა, ციტატა ჟან-ჟაკ რუსოს "აღსარებიდან" არის, რომელიც მანამდე დაიწერა, ვიდრე მარია ანტუანეტა დედოფალი გახდებოდა.
"სისხლის, შრომის, ოფლისა და ცრემლების გარდა, ვერაფერს შემოგთავაზებთ" - უინსტონ ჩერჩილმა ამ ფრაზით ბრიტანელ ხალხს მიმართა. სავარაუდოდ, ციტატამ არასწორი ინტერპრეტაცია მიიღო ადრეული რეპლიკიდან: "ეროვნული ცხოვრების ახალი სტრუქტურა აღმართულია სისხლზე, ოფლსა და ცრემლებზე".
"ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის" - ისტორიკოსი ლორდ აქტონი წერდა, რომ "ძალაუფლება ემხრობა გარყვნას და აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის. დიდი ადამიანები თითქმის ყოველთვის ცუდები არიან".
"ეს არის ერთი პატარა ნაბიჯი კაცისთვის, ერთი გიგანტური ნახტომი კაცობრიობისთვის" (That's one small step for man, one giant leap for mankind) - ნილ არმსტრონგი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ მან თქვა, შემდეგი ფრაზა: "ეს არის ერთი პატარა ნაბიჯი კაცისთვის, ერთი გიგანტური ნახტომი კაცობრიობისთვის" (That’s one small step for a man, one giant leap for mankind,), მაგრამ ან მას შეეშალა და გამორჩა "a", ან ეს "ნასამ" ჩაასწორა.
მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით.