"აღიარე, ეს ერთი ავადმყოფი ადამიანის შიზოფრენიული მოვლენები იყო" - ლადო ბედუკაძე დავით საყვარელიძეს

"აღიარე, ეს ერთი ავადმყოფი ადამიანის შიზოფრენიული მოვლენები იყო" - ლადო ბედუკაძე დავით საყვარელიძეს

ციხის სკანდალური კადრების ავტორი ლადო ბედუკაძე სპეცოპერაციის დაგეგმვის ამსახველი სკანდალური ვიდეოს შესახებ დავით საყვარელიძის განცხადებას ეხმაურება.

"საყვარელიძის თქმით, გავრცელებული კადრები საიდუმლო ოპერატიული ვიდეომასალაა.

"2009 წლის მაისში საქართველოში ადგილი ჰქონდა შეიარაღებულ ამბოხს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომლის მიზანი იყო კონსტიტუციური წყობის დამხობა. ამბოხის ერთ-ერთ მთავარი ორგანაზიტორი კობა ოთანაძე ახალმა ხელისუფლებამ საქმის შესწავლის გარეშე, სავარაუდოდ რუსეთის სპეცსამსახურის მოთხოვნით (მისი პატრონების), პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გაათავისუფლდა."

დავით ახალგაზრდა ბიჭი ხარ, ქართველი ხარ ბოლო ბოლო... გამოფხიზლდი! აღიარე კაცურად, რომ არანაირ შეიარაღებულ ამბოხს სახელმწიფოს წინააღმდეგ ადგილი არ ჰქონია და ეს ერთი ავადმყოფი ადამიანის შიზოფრენიული მოვლენები იყო. რა რუსეთის სპეცსამსახური? გეყოფათ!.. დაშალეთ, გაანადგურეთ ქართული არმია, ჩაკალით მასში მებრძოლი სული, იცოდით რა, რომ პროვოკაციულად წამოწყებულ ომს და მსხვერპლს არ გაპატიებდნენ. გეშინოდათ უბრალოდ და სპეციალურად დადგით ეს სპექტაკლიც, რასაც შემდგომ შეიარაღებული ამბოხი დაარქვით და სიცოცხლეს გამოასალმეთ გენერალი კრიალაშვილი!", - წერს ბედუკაძე.

იხილეთ ასევე: დავით საყვარელიძე - ვანო მერაბიშვილისგან კიდევ ერთ ალიყურს გპირდებით

"ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი" - მერაბიშვილსა და სხვა მაღალჩინოსნებზე სკანდალური კადრები გავრცელდა

რა მოხდა 2009 წელს მუხროვანში, სადაც ვანო მერაბიშვილი "ორ გვამს" ითხოვდა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს