რომის პაპმა თუთიყუში დალოცა

რომის პაპმა თუთიყუში დალოცა

რომის პაპმა ფრანცისკმა ვატიკანში მორწმუნეებთან შეხვედრისას თუთიყუში დალოცა. პონტიფიკმა შეკრებილ ადამიანებს გვერდით საკუთარი "პაპიმობილით" ჩაუარა და თავიდან ჩიტს ყურადღება არც მიაქცია. მაგრამ შემდეგ იგი თუთიყუშთან დაბრუნდა და რამდენიმე წუთით თითზე დაისვა. როგორც ფრინველის პატრონი, ფრანჩესკო ლომბარდი ყვება, თუთიყუშმა ფრანცისკს "პაპი" უწოდა.

რამდენიმე დღის წინ საკვირაო ლოცვის დროს წმინდა პეტრეს მოედანზე ჩიტებთან დაკავშირებით ინციდენტი მოხდა. პონტიფიკმა უკრაინელი ხალხის დალოცვის შემდეგ, მშვიდობის სიმბოლო - ორი მტრედი გაუშვა, მაგრამ ფრინველებს რამდენიმე წუთში თოლია და ყვავი დაესხნენ თავს. თოლიამ ერთ-ერთ მტრედი დაკორტნა, მაგრამ ფრინველმა გათავისუფლება შეძლო. ყვავს ხელიდან მეორე მტრედიც გაუსხლტა. საბოლოოდ, ორივე უვნებლად გადარჩა.

მომხდარის შემდეგ ცხოველთა დამცველებმა პაპს სთხოვეს, ფრინველების აივნიდან გაშვება შეწყვიტოს. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შინაურ მტრედებს ველურ ბუნებაში გადარჩენის შანსი თითქმის არ აქვთ, რადგან ისინი ამისთვის მოუმზადებელნი არიან.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს