ტელე-რადიოწამყვანი მერაბ მეტრეველი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვანო მერაბიშვილის სკანდალურ ვიდეოს აფასებს.
"საბოლოოდ იმედია, ყველაფერს გამოძიება გაარკვევს, მაგრამ დღეს უკვე ჩემთვის ერთი რამ ცხადია: „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი წევრი და ბევრი მომხრე მე-20 საუკუნის დასაწყისში რომ დაბადებულიყო, გულმხურვალე სტალინისტი იქნებოდა და ყველანაირ რეპრესიას გაამართლებდა ლოზუნგით - ხალხის და სახელმწიფოს მტრები მეტს იმსახურებენ!
ესეც თუ ვერ გამოიძიეს და ყოჩაღ ამათ!...
"ნაციონალები" აქა-იქ გაიძახიან, ქვეყანაში სამხედრო ამბოხი იყო და ხელისუფლება ყვავილების სროლას ხომ არ დაიწყებდაო. ხალხო, ამას რა მნიშვნელობა აქვს? კანონში წერია სადმე, რომ მინისტრს სამხედრო ამბოხის დროს აქვს მკვლელობის გაცემის ბრძანება, მიუხედავად იმისა, არის, თუ არა შეიარაღებული წინააღმდეგობა? თუ არ წერია, ბასტა! მგონი მარტივია", - წერს მეტრეველი.
რა მოხდა 2009 წელს მუხროვანში, სადაც ვანო მერაბიშვილი "ორ გვამს" ითხოვდა