"ნანუკას შოუ" თურქულმა სერიალებმა "დაჩაგრა" - ტელეწამყვანის აღშფოთებული კომენტარი

"ნანუკას შოუ" თურქულმა სერიალებმა "დაჩაგრა" - ტელეწამყვანის აღშფოთებული კომენტარი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი თურქული სერიალების რეიტინგმა შეაშფოთა. "ნანუკას შოუს" ავტორი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ სერიალების რეიტინგი უკვე ქართული სატელევიზიო სივრცის ყველაზე რეიტინგულ შოუებს უსწრებს.

"გუშინდელ ჩემს გადაცემას მოუგო ორმა თურქულმა სერიალმა! ასეთი ჯერ არ მომხდარა! მე კი ვთქვი, რომ ეს ის შემთხვევაა როდესაც რეიტინგი არ მადარდებს-თქო, მაგრამ მაინც, რომ იცოდეთ ამ ქვეყანაში გია სურამელაშვილი 2- ჯერ მეტ რეიტინგს დაწერდა!! ესაა ჩვენი ქვეყნის რეალობა და აღარ დავინახო პრეტენზიები, რომ თურმე სიყვითლე და ერთი და იგივე სახეები მოგბეზრდათ! შეეგუეთ ამ ქვეყანაში არ უნდათ ასეთი კონცერტები! ამ ქვეყანაში ჭაბუა ამირეჯიბის გადაცემას სურამელაშვილი უგებს!!!! შეეგუეთ და მორჩით აწი შენიშვნებს!;)",- წერს ჟორჟოლიანი.

იხილეთ ასევე: რუსული სიმღერები ნანუკას შოუში, გემოვნების თუ ფასეულობების საკითხი? - გოგი გვახარიას კრიტიკა

"თქვენ ხომ მარტო ჩახდილებს აღიარებთ, ზურა ბატონო" - რას წერს ნატო დუმბაძე ზურა ჯაფარიძის განცხადების საპასუხოდ

"თქვენი შვილები ახლა შესაძლოა სკოლაში არიან, ესენი კი "ბოევიკობაზე" ოცნებობენ" - ღაზაში გადაღებულ რა ფოტოს აქვეყნებს ისრაელში მყოფი ქართველი ჟურნალისტი

"სულ მახსენდება ქორწილი... ვირუსით გარდაიცვალა 40 ადამიანიო" - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც კოვიდის დამარცხების შემდეგ "ფაიზერით" აიცრა