ქალი, რომელიც ესკალატორმა ჩაითრია გარდაიცვალა

ქალი, რომელიც ესკალატორმა ჩაითრია გარდაიცვალა

მონრეალის მეტროში უბედური შემთხვევა მოხდა - 48 წლის კანადელი ქალი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მისი თმა და შარფი ესკალატორმა ჩაითრია.

როგორც თვითმხილველებმა პოლიციასთან საუბარში განაცხადეს, მსხვერპლი ცდილობდა, შარფი ესკალატორის კბილებიდან გაეთავისუფლებინა.

"როდესაც ცდილობდა, რომ ჩათრეული შარფი ესკალატორიდან გამოეთავისუფლებინა, ამ დროს მისი თმაც ჩაითრია. საბოლოოდ ყველაფერი ერთმანეთში აირია", - ამბობენ თვითმხილველები.

მალევე მის დასახმარებლად 2 ადამიანი მივიდა. ამ დროს მსხვერპლი უკვე გონებადაკარგული იწვა. როგორც ამბობენ, ქალი ჯერ კიდევ სუნთქავდა. ინციდენტის ადგილზე სწრაფად მივიდნენ მეხანძრეებიცა და სასწრაფო დახმარების ექიმებიც, მაგრამ ქალი უკვე გარდაცვლილი იყო.

მიმდინარეობს ინციდენტის გამოძიება და მეტროში დამონტაჟებული ვიდეოკამერებიდან ამოიღებენ ყველა ვიდეოს, რათა დადგინდეს, კონკრეტულად რა მოხდა. სადგურის წარმომადგენლები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, რომ ესკალატორები აღჭურვილია უსაფრთხოების მექანიზმებით, რომელიც მოძრავ კიბეებს შეაჩერებს, თუ ვინმე წაიქცა, ან ესკალატორის კბილებმა რაიმე ნივთი ჩაითრია. ამასთან, მონრეალში მდებარე ყველა მეტროსადგურის ესკალატორს აქვს ღილაკი "stop".

მომზადებულია montrealgazette.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს