"დანით რომ გავეკიდე, მოკვლით არ დავმუქრებივარ" - ჩხუბი რესტორან "იმპერიალთან"

"დანით რომ გავეკიდე, მოკვლით არ დავმუქრებივარ" - ჩხუბი რესტორან "იმპერიალთან"

რესტორან "იმპერიალის" მეპატრონეს და მის ძმას, რესტორნის მეზობლად მდებარე ბენზინგასამართ სადგურის დირექტორის ცემის ფაქტზე, გორის რაიონულმა სასამართლომ გირაო შეუფარდა.

პროკურორის განცხადებით, 9 იანვარს "იმპერიალის" მეპატრონემ მერაბ ხეჩიკაშვილმა ბენზინგასამართ სადგურზე 30 ლარის საწვავი ნისიად ჩაასხა. მეორე დღეს, 10 იანვარს მან ბენზინის ჩასხმა კვლავ ნისიად ითხოვა. ბენზინგასამართი სადგურის მეპატრონემ ზვიად ხორგუაშვილმა კი წინა დღის ვალი შეახსენა, რაზეც რესტორნის მეპატრონე გაღიზიანდა და ურთიერთშელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. ხეჩიკაშვილი ხორგუაშვილს დანით გაეკიდა, გასაშველებლად კი მერაბ ხეჩიკაშვილის ძმა, ვაჟა ხეჩიკაშვილიც გამოჩნდა. მომხდარი ფაქტი რესტორნის კამერებმა დააფიქსირა, რომელიც მტკიცებულების სახით პროკურატურის საქმის მასალებში დევს. პროკურორმა მის მიმართ გირაო - 3000, მისი ძმის მიმართ კი 2000 ლარი მოითხოვა, რადგან მერაბ ხეჩიკაშვილი გაკიდების დროს იმუქრებოდა.

"ბრალს ვაღიარებ 125-ე მუხლის თანახმად, ფიზიკურად შევეხე, დანით რომ გავეკიდე, მოკვლით არ დავმუქრებივარ. ამიტომ მოსამართლის წინაშე ვითხოვ, მხოლოდ, 1000 ლარი დამეკისროს გირაო", - განაცხადა ბრალდებულმა მერაბ ხეჩიკაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა