5 ცნობილი ადამიანი, ვინც ამტკიცებდა, რომ მფრინავი თეფში ნახა

5 ცნობილი ადამიანი, ვინც ამტკიცებდა, რომ მფრინავი თეფში ნახა

წარმოგიდგენთ 5 ცნობილ ადამიანს, რომელთაც სჯეროდათ უცხოპლანეტელების არსებობის და ამტკიცებდნენ, რომ მფრინავი თეფში ნახეს.

ჯონ ლენონი - 1974 წელს ნიუ-იორკში მუსიკოსმა და მისმა მეგობარმა მეი პენმა მფრინავი თეფში დაინახეს. მომღერალმა ეს ინციდენტი სიმღერაში Nobody Told Me გაიხსენა, სადაც იყო  შემდეგი ციტატა: ნიუ-იორკის თავზე ფრინავს ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, მაგრამ ამით გაკვირვებული არ ვარ (There's a UFO over New York and I ain't too surprised).

მიკ ჯაგერი - მომღერალი ამბობდა, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტი 1968 წელს გლასტონბერიში, ინგლისში დაინახა. როგორც ამბობენ, მაშინ ამ ფაქტს ბევრი ადამიანი შეესწრო.

მუჰამედ ალი - ცნობილი მოკრივე ამტკიცებს, რომ მან ვარჯიშისას ცენტრალურ პარკში ამოუცნობი მფრინავი ობიექტი რამდენჯერმე ნახა.

ელვის პრესლი -   როკენროლის მეფეს ყველა პარანორმალური მოვლენა აინტერესებდა. მომღერალი დაინტერესებული იყო მისტიკით, ოკულტიზმით, ამოუცნობი მფრინავი ობიექტებით, მას სჯეროდა, რომ არსებობდა პარალელური სამყაროები და ცივილიზაციები.

რობი უილიამსი -  ცნობილმა მომღერალმა The Sun-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მან მფრინავი თეფში სამჯერ ნახა. მომღერალმა ისიც თქვა, რომ, როცა კარიერას დაასრულებს, ამოუცნობი მფრინავი ობიექტების საკითხი უნდა შეისწავლოს.

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს