ქალი, რომელიც გააუპატიურეს, "ქორწინების გარეშე სექსისთვის” დააპატიმრეს

ქალი, რომელიც გააუპატიურეს, "ქორწინების გარეშე სექსისთვის” დააპატიმრეს

დუბაიში 29 წლის ავსტრიელი სტუდენტი ქალი გააუპატიურეს, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ დამნაშავე დაესაჯათ, მსხვერპლი გაამტყუნეს.

29 წლის სტუდენტი დააპატიმრეს, რადგანაც "სექსი ქორწინების გარეშე ჰქონდა" და ამასთან, ალკოჰოლიც დალია - ქორწინების გარეშე ინტიმური ურთიერთობა და ალკოჰოლური სასმელის მიღება ქვეყანაში აკრძალულია. სამართალდამცავებს არ აინტერესებდათ, რომ სტუდენტს სექსი საკუთარი სურვილით არ ჰქონია. როგორც ადგილობრივმა პოლიციელებმა გოგონას აუხსნეს, ერთადერთი გზა, რომ პატიმრობას გადაურჩეს ისაა, რომ მოძალადეს ცოლად გაჰყვეს. საბედნიეროდ, ინციდენტში ჩაერია ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო; სამინისტროს დახმარებით, სტუდენტი დუბაის დატოვებას და ვენაში დაბრუნებას შეძლებს. სტუდენტის სახელი და გვარი  არ ვრცელდება, ცნობილია მხოლოდ ის, რომ გოგონა მუსულმანია. 

სტუდენტი სასტუმროში გამართულ წვეულებაზე იყო მიწვეული. სასტუმროებში კი ალკოჰოლზე მკაცრი კონტროლი არ წესდება. როგორც გოგონამ თქვა, ის სასტუმროს ავტოსადგომზე ერთმა მამაკაცმა გააუპატიურა. როდესაც პოლიციაში საჩივრის შესატანად მივიდა, სამართალდამცავებმა უთხრეს, რომ თუ თავისუფლება სურს, მოძალადეს უნდა გაყვეს ცოლად.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს