4 წლის მებრძოლი

4 წლის მებრძოლი

ის ჯერ მხოლოდ 4 წლისაა, მისი თანატოლები საბავშვო ბაღში დადიან, მაგრამ ბიჭუნა სასტიკ სამოქალაქო ომში იბრძვის.

4 წლის ბავშვი, "ჯიჰადის ლეკვი" სირიაში მიმდინარე სისხლიანი ომის ახალწვეულია. ვიდეოზე, რომელიც დასავლურმა გამოცემებმა გაავრცელეს, ჩანს, როგორ ხსნის ბავშვი ცეცხლს ავტომატიდან. ეს არის დამამტკიცებელი საბუთი იმისა, როგორ ამზადებენ ჯიჰადის წევრები ბავშვებს, რათა მომავალში მებრძოლები გამოზარდონ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭუნა ჯიჰადის ერთ-ერთი წევრის ვაჟია, რომელიც ალბანეთიდანაა და სირიაში ალ-ქაიდასთან ერთად იბრძვის.

პატარას შავი ნიღაბი უკეთია და AK-47-დან ისვრის. ბიჭუნა ისეთი პატარაა, რომ იარაღი ქუჩაში სახელდახელოდ გაკეთებულ ბლოკებზე დევს, რათა ავტომატის სიმძიმეს გაუმკლავდეს.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს