გარდაცვლილი ბაიკერი მოტოციკლით დაკრძალეს (+5 ფოტო)

გარდაცვლილი ბაიკერი მოტოციკლით დაკრძალეს (+5 ფოტო)

აშშ-ის შტატ ოჰაიოში გარდაცვლილი ბაიკერი, 82 წლის ბილი სტენდლი უცნაურად დაკრძალეს.

ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა და მეგობრებმა ბილის უკანასკნელი სურვილი აასრულეს და ბაიკერი საყვარელ მოტოციკლთან ერთად დაკრძალეს. სპეცილურად მისთვის გამჭირვალე, მინებიანი კუბო დაამზადეს, გარდაცვლილი საყვარელ მოტოციკლზე დასვეს, ტყავის ქურთუკითა და სათვალით შემოსეს და სასაფლაომდე ასე წაიყვანეს. ბილი ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა.

მან შვილებთან ერთად ჯერ კიდევ სიცოცხლეში დაგეგმა, თუ როგორი დაკრძალვა ექნებოდა; მისი სურვილი იყო, გარდაცვლილიც მოტოციკლზე მჯდარიყო და ეს ყველას ენახა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია daytondailynews.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს