ინდოელმა კაცმა ცოლი გოგონას გაჩენისთვის დაწვა

ინდოელმა კაცმა ცოლი გოგონას გაჩენისთვის დაწვა

ოჯახში შვილი დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ინდოეთში უფრო მნიშვნელოვანი ბავშვის სქესია. ახალგაზრდა იდნოელი დედა და ახალშობილი გოგონა ქმარმა სასიკვდილოდ დაწვა, რადგანაც ბავშვის სქესით უკმაყოფილო იყო. ინდოეთში ღარიბ ოჯახებს ქალის გასათხოვებლად აუცილებელი მზითვი დიდ ტვირთად აწევთ.

როგორც ინდოეთის შტატ ჯარხანდის პოლიციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, 22 წლის ანუ დევის ცეცხლი მაშინ წაუკიდეს, როდესაც ის ახალშობილს ძუძუთი კვებავდა.

სამართალდამცავებმა დამნაშავე მეუღლე უკვე დააკავეს და ახლა მის თანამზრახველ ძმას ეძებენ. როგორც ანუს მამა ამბობს, წყვილი 1 წლის განმავლობაში ბედნიერად ცხოვრობდა, მაგრამ პრობლემები მაშინ დაიწყო, როდესაც ქალმა ვაჟის ნაცვლად, გოგონა გააჩინა. მეზობლებმა დედა-შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალს სხეულის 90 პროცენტი დამწვარი ჰქონდა. სამწუხაროდ, დედაც და შვილიც გარდაიცვალნენ.

მზითვი მთავარი პრობლემაა, რის გამოც ინდოეთში უპირატესობას ბიჭებს ანიჭებენ. უამრავი აბორტი კეთდება მხოლოდ იმისთვის, რომ ბავშვის სქესი მამისთვის სასურველი არაა. ამის გამო, ქვეყანაში ქალების დეფიციტია და ერთი ცოლი რამდენიმე ძმას საზიაროდ მოჰყავს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს