მერვეკლასელ მოსწავლეს გაკვეთილზე მობილური აუფეთქდა

მერვეკლასელ მოსწავლეს გაკვეთილზე მობილური აუფეთქდა

14 წლის მოსწავლეს ჯიბეში მოთავსებული აიფონ 5 აუფეთქდა. შედეგად გოგონამ პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღო.

ინცინდენტი აშშ-ში მენის შტატში, სკოლაში მოხდა. გოგონა მერხზე იჯდა, როცა მისი ჯიბიდან ტკაცუნის ხმა გაისმა და კვამლმა ამოხეთქა. თვითმხილველების თქმით, გოგონა თავიდან პანიკამ შეიპყრო, თუმცა მოგვიანებით იატაკზე გორვას მოჰყვა, რათა ჯიბეზე წაკიდებული ცეცხლი ჩაექრო.

მოსწავლე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ექიმებმა ღრმა დამწვრობის რამდენიმე კერა დააფიქსირეს.

სახანძრო სამსახურის მიერ შესწავლილი გარმოებებით დადგინდა, რომ ჯიბეში მოთავსებული ტელეფონის კორპუსი ჯდომისას დაზიანდა. ამან კი აკუმულატორში მოკლე ჩართვა გამოიწვია. მომხდარის შესახებ კორპორაცია Apple-ში კომენტარს არ აკეთებენ.

აიფონით გამოწვეული ეს უბედური შემთხვევა პირველი არ არის. გასულ წელს ჩინელი ქალბატონი ელექტროშოკით იმ დროს გარდაიცვალა, როცა სატელეფონო ზარზე პასუხის გაცემას ცდილობდა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს