ტორონტოს მერი გზაზე გადასვლის გამო დააჯარიმეს

ტორონტოს მერი გზაზე გადასვლის გამო დააჯარიმეს

ტორონტოს მერი რობ ფორდი ვანკუვერის შემოგარენში არასწორ ადგილზე ქუჩის გადაკვეთისთვის დააჯარიმეს. ჯარიმის ოდენობა 109 კანადურ დოლარს (დაახლოებით 98 აშშ დოლარს) შეადგენს.

ინციდენტი 31 იანვარს ღამით მოხდა. ფორდი ვანკუვერში ოჯახთან ერთად მეგობრის დედის დასაფლავებაზე ჩავიდა.

ცოტა ხნით ადრე ვიდრე ფორდს დააჯარიმებდნენ, იგი ერთ-ერთ ადგილობრივ პაბში შენიშნეს. ტორონტოს მერი ადგილობრივებთან ფოტოებს იღებდა და მათთვის იცეკვა კიდეც. ფორდის თქმით, მთელი ამ დროის განმავლობაში იგი მხოლოდ დიეტურ კოლას სვამდა. თვითხილველები კი ამტკიცებენ, რომ იგი ნასვამი იყო.

მომზადებულია The Toronto Star-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს