ბავშვობაში საუზმობის ჩვევის არქონა სიმსუქნით სრულდება - ექიმების 30-წლიანი კვლევის დასკვნა

ბავშვობაში საუზმობის ჩვევის არქონა სიმსუქნით სრულდება - ექიმების 30-წლიანი კვლევის დასკვნა

ბავშვებს, რომლებიც დილით არ საუზმობენ, ზრდასრულობაში მეტაბოლური სინდრომი უყალიბდებათ. ეს დასკვნა შვეიცარიის უმეოს უნივერსიტეტის პროფესორებმა გამოაქვეყნეს, რომლებიც 900 ადამიანს 30 წელზე მეტია აკვირდებიან. მათ ამ ადამიანებს 1981 წელს გამოკითხეს, საუზმობდნენ თუ არა დილაობით და დაკვირვება განაგრძეს.

2008 წელს კვლევის მონაწილეები ერთხელ კიდევ გადაამოწმეს. აღმოჩნდა, რომ მათ, ვინც არ საუზმობდა, 68%-ით მაღალი ჰქონდა მეტაბოლური სინდრომის რისკი. დილით წახემსების ჩვევის არქონა ამ ადამინებს სიმსუქნედ და სისხლში შაქრის მაღალ შემცველობად დაუჯდათ.

"კვლევა ისევ გრძელდება. შედეგებმა დაადასტურა, რომ დილის შიმშილი სისხლში შაქრის შემცველობაზე ცუდად მოქმედებს", - განაცხადა უმეოს უნივერსიტეტის პროფესორმა მარია უენბერგმა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს