კანაფის ზეთი - მულტივიტამინების პოტენციური შემცვლელი

კანაფის ზეთი - მულტივიტამინების პოტენციური შემცვლელი

კანაფის ზეთი დიდი რაოდენობის სასარგებლო ნაერთების წყაროა, - ირწმუნება მეცნიერი მარია ანჟელეს ფერნანდეზ-არჩი. კანაფში მაღალია ვიტამინების А, С, Е და ბეტა კაროტინის კონცენტრაცია. ასვე მასში არის ცილა, ნახშირწყლები, მინერალები და ცელულოზა.

მე-20 საუკუნის დასაწყისში ბევრმა ქვეყანამ მარიხუანა აკრძალა, რადგან ზოგიერთი ჯიში დიდი რაოდენობით ნარკოტიკულ ნივთიერებას - ტეტრაჰიდროკანაბინოლს შეიცავს.

ბოლო დროს აშშ-ი დათმობაზე წავიდნენ და კანაფის სამედიცონო მიზნებისთვის გამოყენება დაუშვეს. მას კიბოთი და განუკურნებელი დაავადებებით სნეულ ადამიანებს უწერენ.

თავის მხრივ, ევროკავშირში დაბალი შემცველობის ტეტრაჰიდროკანაბინოლის კანაფის დამუშავებაზე ნებართვა გასცეს. ისინი მას ქსოვილისა და ქაღალდის წარმოებაში იყენებენ. რაც შეეხება კანაფის ზეთს, იგი საკვები ღირბულების გამო, დიეტოლოგებისა და ექიმების უფრო და უფრო მეტ ინტერესს იწვევს.

მეცნიერებმა კანაფის ზეთის დეტალური ანალიზი ჩაატარეს. მათ მასში სხვადასვა სასარგებლო ნაერთი იპოვეს, მათ შორის სტერინი, ალიფატური სპირტები და ლინოლენოვის მჟავები. მაგარითად, ალფა-ლინოლენოვის მჟავა ომეგა -3-ის ცხომოვან მჟავებს მიეკუთვნება, რომელიც ადამიანებს გულის იშემიური დაავადების თავიდან აცილებაში ეხმარება.

მომზადებულია The Times of India-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს