28 წლის ზარა იუსუპოვას ახლობლები მონიკა ბელუჩის ორეულად მიიჩნევენ. იუსუპოვა ეროვნებით ჩეჩენია და ქალაქ ყარაღანდში დაიბადა. ახლა ინდოეთში ცხოვრობს, თუმცა მსახიობი კი არა, მეან-გინეკოლოგია.
მსოფლიოს ცნობილ ლამაზმანთან მსგავსებას მშვიდად ეგუება და ამაში არაბუნებრივს ვერაფერს ხედავს. თავის შესახებ კი ამბობს: ულამაზეს მზიურ ქვეყანაში - ინდოეთში ვცხოვრობ. ამ ქვეყანამ ახალი ცხოვრებისული აღმოჩენებით დამაჯილდოვა. გატაცებული ვარ ინდუიზმითა და იოგით. ენაც ვისწავლე, თუმცა კვლავ ძველებურად მხურვალედ მიყვარს ჩემი სამშობლო. სამყაროში მოკრძალებული წვლილი მეც შემაქვს - ადამიანებს ამქვეყნად მოვლინებაში ვეხმარები - წერს ზარა, თუმცა მის ინტერნეტდღიურში ყველაზე საინტერესო მაინც მისი ფოტოებია. გალერეა "მონიკა ბელუჩის ჩეჩენი ორეული" მნახველებს მართლაც აოცებს.






მომზადებულია altyn-orda.kz-ის მიხედვით.