თინეიჯერი, რომლის მიახლოება ფეხმძიმე ქალთან, ნაყოფისთვის საზიანოა

თინეიჯერი, რომლის მიახლოება ფეხმძიმე ქალთან,  ნაყოფისთვის საზიანოა

14 წლის ბრაიანტ ჰაკეტს ფეხმძიმე ქალთან მიახლოება აკრძალული აქვს, რადგანაც მისი დაავადება ნაყოფისთვის სახიფათოა.

მისი დიაგნოზი ციტომეგალოვირუსია (CMV). ციტომეგალოვირუსი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჰერპესის ჯგუფის ინფექციური დაავადებაა. ექიმებმა მას ფეხმძიმეებთან ახლო კონტაქტი აუკრძალეს. ვირუსი საშიშია ნაყოფისთვისაც და ფეხმძიმისთვისაც. ამის გამო ბრაიანს 9 თვეა, საკუთარი და, 20 წლის ტერი ვუტონი არ უნახავს - ის ფეხმძიმედაა.

ექიმებმა ეს დიაგნოზი ბრაიანტს ივლისში დაუსვეს, მას შემდეგ, რაც ჰეპატიტი აღმოაჩნდა. ჰეპატიტით კუნძულ მალიორკაზე, არდადეგებისას დაავადდა. ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. დაავადდა ღვიძლი, დასჭირდა ძვლის ტვინის გადანერგვა, დაუქვეითდა იმუნური სისტემა, განვითარდა პნევმონია. ეს ვირუსი ბევრ ადამიანს აქვს, მაგრამ უმეტესობამ არც კი იცის, რომ ინფექციას ატარებს. თუ, ერთხელ ეს ვირუსი ორგანიზმში მოხვდა, სიცოცხლის ბოლომდე სხეულში რჩება და თანაც ისე, რომ ჩვეულებრივ, თავს არ იჩენს. ზოგჯერ წარმოშობს გარკვეულ პრობლემებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ პაციენტს სუსტი იმუნური სისტემა აქვს, მაგალითად თუ დანიშნულია ქიმიოთერაპია. ეს ვირუსი განსაკუთრებით საშიშია ფეხმძიმეებისთვის; თუ ქალი ფეხმძიმობისას ამ დაავადებით დაინფიცირდა, არსებობს შანსი, რომ პატარას სმენა დაუქვეითდეს, ან ინფორმაციის ათვისება გაუჭირდეს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს