ნელი ჭამა გახდომას უწყობს ხელს

ნელი ჭამა გახდომას უწყობს ხელს

ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნელი ტემპით ჭამის დროს ადამიანს საკვების მიღებიდან ერთი საათის შემდეგ შიმშილი ნაკლებად აწუხებს. კვლევის შედეგები ჟურნალ Academy of Nutrition and Diabetics-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა ადამიანის მიერ კალორიების ათვისებასა და სწრაფად ჭამას შორის კავშირის ანალიზი გააკეთეს. კვლევაში 35-მა ჭარბწონიანმა და ამავე რაოდენობის ჯანსაღი წონის ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

კვლევისას ორივე ჯგუფი (ჭარბწონიანთა და ჯანსაღწონიანთა)  იძულებული იყო კონტროლირებად გარემოში 2 დღის მანძილზე დღეში ერთხელ ეჭამა, თითოეულ ჯგუფში კერძი ერთნაირი იყო, ხოლო კალორიების შემადგენლობა და ყველა ულუფის წონა იზომებოდა.

პირველი ჭამისას ორივე ჯგუფი ნელა ჭამდა. მეორის დროს - სწრაფად, ჩქარი კბეჩით, სწრაფი ღეჭვითა და დანა-ჩანგლის გამოყენების გარეშე. შედეგებმა აჩვენა, რომ ნელი ტემპით საკვების მიღებიდან ერთი საათის შემდეგ, ორივე ჯგუფი დანაყრებული იყო, მაშინ, როცა სწრაფი ჭამის შემდეგ შიმშილის შეგრძნება მალე ბრუნდებოდა.

მეცნიერებს ეს დასკვნა ჭარბ წონასთან ბრძოლის სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარებათ.

მომზადებულია Academy of Nutrition and Diabetics-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს