ძლიერი ყინვის გამო ქუთაისის ორ სკოლაში სწავლა შეწყდა

ძლიერი ყინვის გამო ქუთაისის ორ სკოლაში სწავლა შეწყდა

ძლიერმა ყინვამ ქუთაისის საჯარო სკოლებში პრობლემები შექმნა. ქალაქის 37-ე და მე-6 საჯარო სკოლებში სწავლის პროცესი მილების გაყინვის მიზეზით შეწყდა.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ბადრი ვაშაკიძის განცხადებით, აღნიშნულ სკოლებში თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობდნენ, რომ გამათბობლების მილები არ გაყინულიყო, თუმცა უშედეგოდ. მისი თქმით, მიმდინარეობს სამუშაოები და სკოლებში სასწავლო პროცესი ხვალისთვის განახლდება.

ქუთაისის მასშტაბით სულ 38 საჯარო სკოლაა.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა