თუშეთის ვიზიტორების 71%-ს ბუნება მოეწონა, 47% მთავარ პრობლემად უგზოობას ასახელებს

თუშეთის ვიზიტორების 71%-ს ბუნება მოეწონა, 47% მთავარ პრობლემად უგზოობას ასახელებს

სახეობათა კონსერვაციის ცენტრის "ნაკრესის" 2011 წელს ჩატარებული კვლევა, რომელიც მედიაში არ გამოქვეყნებულა, კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის ახლა გახდა ხელმისაწვდომი. კვლევის მიზანი დაცული ტერიტორიის მართვის გაუმჯობესება იყო.

კვლევის მიხედვით, თუშეთში ქართველ და უცხოელ ვიზიტორებს ყველაზე მეტად ბუნება მოსწონთ, მთავარ პრობლემად კი უგზოობას ასახელებენ. ქართველ ვიზიტორთა 71%-ს მოსწონს ბუნება, ხოლო უგზოობას 47% უჩივის. უცხოლების შემთხვევაში, მათ 80%-ს ყველაზე მეტად ბუნება და ლანდშაფტები მოსწონს, 24% კი ნომერ პირველ პრობლემად მოუწესრიგებელ გზებს ასახელებს.

რაც შეეხება აქტივობებს, ქართველების 3% ველურ ცხოველებს აკვირდებოდა, 18% - ცხენით გადაადგილდებოდა, 32%-ს - კემპინგი, 85%-ს - ფეხით ლაშქრობა, 21%-ს კი სხვა აქტივობები ("დროსტარება", ფოტოგადაღება და თევზაობა) აინტერესებდა. უცხოელების შემთხვევაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: ცხენით გადაადგილება 26%, კემპინგი 49%, ველურ ცხოველებზე დაკვირვება 55%, ფეხით ლაშქრობა 85%, სხვა აქტივობები 18%. (სხვა აქტივობებს შორის დასახელდა "სიმღერა", ფლორის შესწავლა, ფოტოგადაღება).

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი? - ამ კითხვაზე ქართველების 100%-მა დადებითად უპასუხა, ასეთივე პასუხი უცხოელების 98%-მა გასცა. რაც შეეხება თუშეთის სანახავად განმეორებით სტუმრობას, ამ კითხვას დადებითად უპასუხა ვიზიტორების 74%-მა, 10%-მა უარი განაცხადა, 10% არ გამორიცხავს კვლავ ჩამოსვლის შესაძლებლობას, ხოლო 6%-მა პასუხი არ გასცა.

უცხოელი ვიზიტორების 49%-სთვის თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე შესვლის გადასახადის დაწესება მისაღებია, ამ ინიციატივას ქართველი ვიზიტორების მხოლოდ 35% ემხრობა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა